შეიძლება უცებ ვერც დაიჯეროთ, მაგრამ წელს ტიტანიკს 22 წელი უსრულდება. დრო მიფრინავს – ამ ფაქტს ვერავინ გავექცევით.
თუმცა დროის მსვლელობა აშკარად არ ანაღვლებს ტიტანიკის ვარსკვლავ ლეონარდო დიკაპრიოს, რომლის მეგობარი გოგონა ზუსტად კინოფილმ ტიტანიკის ტოლია. ლეოს გერლფრენდი, კამილა მორონე – დიახ, რასაკვირველია, მოდელი – წელს ასევე 22 წლისა სრულდება. კამილას და ლეონარდოს დაახლოებით ერთი წელია რომანი აქვთ.
44 წლის ლეო და 21 წლის კამილა, ჩანს, ერთმანეთს მშვენივრად ეწყობიან. წყვილი ამჟამად ტაილანდში ისვენებს, თუმცა კამილა სახელგანთქმული შეყვარებულის ფოტოების ინსტაგრამზე დადებას ერიდება. მოდელის ინსტაგრამ გვერდიდან ისიც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისიც ისეთივე გატაცებულია ბუნებით, როგორც ლეონარდო.
რა აზრის არის ტიტანიკის ვარსკვლავი იმ ფაქტზე, რომ მისი გერლფრენდი იმ ფილმის ტოლია, რომელმაც მას უდიდესი აღიარება მოუტანა, ალბათ ვერასდროს გავიგებთ.