ანიმაციური ფილმიდან სათამაშოების ისტორია 2 ამოჭრეს სცენა, რომელშიც მოხუცი სათამაშო პიტი ორ ბარბი თოჯინას სათამაშოების ისტორიის მესამე ფილმში გადაღებას უცნაური გზით სთავაზობს, თუმცა როგორც კი ხვდება, რომ მასთან ვუდი მოვიდა, ჩუმდება.
ამ სცენას ანიმაციური ფილმის ახალ ვერსიაში ვერ წააწყდებით, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია #metoo მოძრაობასთან. 2017 წელს პიქსარის დამაარსებელი ჯონ ლასეტერი დიდ სკანდალში გაეხვა ამ ამბის გამო.
სტუდია მომხდარზე კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს.