ტოდ ფილიპსის “ჯოკერი“, რომელშიც ხოაკინ ფენიქსი მთავარ როლს ასრულებს უკვე გამზადებულია და მალე პრემიერასაც ვიხილავთ (4 ოქტომბერს). დღეს რეჟისორმა დაადასტურა, რომ ფილმი R რეიტინგით ანუ +18 ნიშნით გამოვა.
“R რეიტინგით იქნება, ამაზე გამუდმებით მეკითხებიან. მეგონა იცოდნენ, ბოდიში”, განაცხადა შეწუხებულმა რეჟისორმა.
გარდა ამისა რეჟისორმა ფილმიდან ახალი კადრი გამოაქვეყნა და დააწერა, “ბოლო სამზადისი”.