წელს საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმს უცხო 40 წელი შეუსრულდა. ორიგინალი სურათის რეჟისორმა რიდლი სკოტმა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კოსმოსურ მონსტრზე კიდევ ერთი ნაწილის გადაღებას გეგმავს.
სკოტის თქმით ახალი ფილმის მოქმედება პრომეთეუსისა და კოვენანტის სამყაროში განვითარდება. Disney-სა და Fox-ის შერწყმის შემდეგ უცხო ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელსაც ცვლილებები არ შეეხო.