ცოტა ხნის წინ, კოსმოპოლიტენმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წამოჭრა აზრი იმის თაობაზე, რომ ლედი გაგა და მისი ექს საქმრო, კრისტიან კარინო, იმაზე უფრო ადრეც შეიძლებოდა დაშორებოდნენ ერთმანეთს ვიდრე ეს მოხდა. მიზეზად, კოსმოპოლიტენს მოჰყავს ის სხეულის ენა, რომელიც წყვილის საერთო სურათებში იკვეთება.
მაგალითად, ამ სურათში, როდესაც კრისტიანმა გაგას აკოცა, მომღერალმა და მსახიობმა სახე გაწია და მას ლოყა მიუშვირა (ისე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაგამ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ფოტოზე უკეთ გამოსულიყო, მაგრამ ექსპერტებს ვერ შევეწინააღმდეგებით)
ხოლო ამ ფოტოში, წყვილი ისეა ერთმანეთს დაშორებული, რომ მათი ურთიერთობა დაძალებულს და არაბუნებრივს გავს ( და ჩვენ კვლავ გვგონია, რომ ეს სურათისთვის მიღებული პოზაა)