21 მაისს კანის 72-ე კინოფესტივალზე კვენტინ ტარანტინოს “ერთხელ, ჰოლივუდში” პრემიერა გაიმართა. ფილმში ერთ-ერთ როლს მარგო რობი ასრულებს, რომელიც მენსონის მსხვერპლს – შერონ ტეიტს განასახიერებს.
როგორც აღმოჩნდა, ფილმში მსახიობს ძალიან ცოტა რეპლიკა აქვს. პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტმა კითხვა სწორედ ამ საკითხზე დაუსვა რეჟისროს, რომელიც გაღიზიანდა და პასუხს თავი აარიდა. კითხვას რობიმ უპასუხა:
დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი გმირი გამეგო, გმირი რომელსაც თითქმის არ აქვს დიალოგები. ეს გმირი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი იყო.
არ ვიცი რამდენად სცემს კითხვას ეს პასუხი, თუმცა სანამ ფილმს თავად არ ვნახავთ, ვერაფერს ვიტყვით.
gq.ru