ჯეისონ რაიტმანის ახალი Ghostbusters-ის ფილმის სამსახიობო გუნდის ნაწილი ერთად შეიკრიბა. რაიტმანმა ტვიტერზე ფილმში მონაწილე სამი მსახიობის ოფიციალური პირველი ფოტო წარგვიდგინა, თანაც კოსტიუმში გამოწყობილების: მაკკენა გრეისი, ფინ ვოლფჰარდი და კერი კუნი.
„ოჯახი აქაა“, დააწერა რაიტმანმა, რომელის ასევე ჩანს ფოტოზე მამასთან, აივან რაიტმანთან ერთად. შეგახსენებთ, რომ სწორედ აივანმა გადაიღო მოჩვენებებზე მონადირეების 1984 და 1989 წლის ვერსიები.
ფოტოს კიდევ ერთი დამტკიცებული მსახიობი, პოლ რუდი აკლია. ასევე ორიგინალი ფილმის ძველი მსახიობები, სიგურნი უივერი, დენ აიკროიდი, ბილ მიურეი და ენი პოტსი. დადასტურებულია, რომ ისინიც გამოჩნდებიან ახალ ფილმში.
The Family’s All Here#GB20 pic.twitter.com/tUGnwzLP5T
— Jason Reitman (@JasonReitman) July 13, 2019
ახალი ნაწილი 2020 წლის 10 ივლისს გამოვა კინოეკრანებზე.
collider.com