83 წლის ასაკში ლეგენდრული გრაფიკული დიზაინერი და ფილმის სათაურების შემქმნელი, პაბლო ფერო გარდაიცვალა.
ის აქტიურად თანამშრომლობდა სტენლი კუბრიკთან. სწორედ მას ეკუთვნის ექიმი სთრეინჯლავის და მექანიკური ფორთოხლის სახელების დიზაინის შექმნა. ექიმი სთრეინჯლავი მისი პირველი ფილმი იყო.

გარდა ამისა მას ეკუთვნის შემდეგი ფილმების სახელწოდებების დიზაინი: ჭკვიანი უილ ჰანტინგი, ლოს ანჯელესის საიდუმლოებანი, კაცები შავებში და სხვა.