როგორც ჩანს, უახლეს მომავალში ნეტფლიქსის სერიალის გმირებს სიგარეტისთვის თავის დანებება მოუწევთ.
ორგანიზაცია The Truth Initiative-მ, რომელიც ახალგაზრდებში სიგარეტის მოხმარების შემცირებაზე მუშაობს, ნეტფლიქსი გააკრიტიკა და მოუწოდა, რომ მის ორიგინალ კონტენტში შეამციროს თამბაქოს ტირაჟირება. ეს კრიტიკა პირველ რიგში სერიალ უცნაური ამბების მესამე სეზონის გამოშვებას მოჰყვა, სადაც თამბაქოს მოხმარება არაერთ კადრში ჩანდა.
პირველ სეზონში ასეთი 182 სცენა დაფიქსირდა, მეორეში – 262. გამოდის, რომ პრაქტიკულად ყველა გმირი ეწევა, თუმცა ეს მალე აღარ მოხდება.
კომპანიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მომავალში +18-მდე პროდუქციაში სიგარეტი (თუნდაც ელექტრო) აიკრძალება. ეს აკრძალვა არ შეეხება ისტორიულ ან ფაქტობრივ ამბავს.
theguardian.com