2019 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ლგბტ+ თემატიკის ფილმებმა თუ სერიალებმა საერთო ჯამში არაერთი გამარჯვება მოიპოვეს და შოუს სცენაზე დომინირებდნენ. წარმოგიდგენთ გამარჯვებულთა სიას:
ბოჰემიური რაფსოდია
ბიოპიკმა ბოჰემიური რაფსოდია 2 ჯილდო მიიღო: საუკეთესო მსახიობი კაცის – რემი მალეკიმ, რომელმაც ფრედი მერკური განასახიერა და საუკეთესო დრამატული ფილმის.
მწვანე წიგნი
მწვანე წიგნმა საერთო ჯამში 3 ჯილდო მიიღო, მათ შორის მაჰერშალა ალიმ, რომელიც ქვიარ მუსიკოსს, დონ შირლის განასახიერებს.
ევას მკვლელობისას
სერიალმა ერთი ჯილდო მიიღო და ეს ასევე შოუს წამყვანი სანდრა ო გახლდათ. ევას მკვლელობისას ორ ერთმანეთით შეპყრობილ ქალზე მოგვითხრობს.
ფავორიტი
ლესბოსელური ფილმი ფავორიტი, რომელიც მე-18 საუკუნის ინგლისში მომხდარ სამეფო ამბავს მოგვითხრობს, წლევანდელ სეზონზე უკვე არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. ოქროს გლობუსზე ფილმმა ერთ ნომინაციაში – საუკეთესო ქალში – გაიმარჯვა და ეს ოლივია კოლმანი გახლდათ.
წმინდა ინგლისური სკანდალი
მინი სერიალმა წმინდა ინგლისური სკანდალი საუკეთესო მეორეხარისხოვანი კაცის ნომინაციაში (ბენ უიშოუ) გაიმარჯვა. უიშოუს რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული პერსონაჟი ნორმან სკოტი ნამდვილი ქვიარ გმირი და ლეგენდა იყო.
ამერიკული კრიმინალური ისტორია
გეი იტალიელი დიზაინერის, ჯანი ვერსაჩის მკვლელობა საუკეთესო მინი-სერიალად აღიარეს. დერენ კრისმა, რომელმაც ვერსაჩეს გეი საყვარლის როლი განასახიერა, ასევე ჯილდო დაიმსახურა.
ვარსკვლავის დაბადება
მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა მხოლოდ ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა და მას თემატური კავშირი ლგბტ+-სთან არ ჰქონია, მისი მთავარი ვარსკვლავი ლედი გაგა ქვიარ სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გმირია და სწორედ ამიტომაც, ამ სიაში მოხვდა. მომღერალმა საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა.