ცოტა ხნის წინ მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ Leonardo Dicaprio Foundation-ის 20 წლის აღსანიშნავ წვეულებაზე საკმაოდ ბევრ ნაცნობს მოუყარა თავი.
სტუმრებს შორის იყო ჯგუფ “ქოლდფლეის” სოლისტი კრის მარტინიც. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელს საღამო ისე არ დაუტოვებია, რომ რამე მხიარული და დასამახსოვრებელი არ გაეკეთებინა.
კრისმა ლეონარდოს შარვლებისადმი დამოკიდებულებას სიმღერა მიუძღვნა.