მსახიობმა კევინ სპეისიმ ახალი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ბანქოს სახლის პერსონაჟს ფრენკ ანდერვუდს ანსახიერებს. მიმართვაში სპეისი როგორც სერიალის პერსონაჟზე ისე მინიშნებებით საკუთარ თავზე და მის გარშემო ამტყდარ სექსუალურ სკანდალზეც საუბრობს. სერიალის ფანები კი უკვე სპინოფზე საუბრობენ.
ნება მომეცით ვიყო გულწრფელი. ისინი ეცადნენ ჩვენს დაშორებას, მაგრამ რაც ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი და მტკიცეა. მე თქვენ მოგიყევით ყველაზე ღრმა და ბნელი საიდუმლოებები, ზუსტად დაგანახეთ რისი უნარი აქვს ხალხს. მე თქვენ გამოგიწვიეთ რომ დაფიქრებულიყავით და თქვენც მენდეთ. ჯერ ყველაფერი არ გაგვირკვევია… თქვენ მისი დაბრუნება გსურთ, პოლიტიკაში და ცხოვრებაში არაფერია მარტივი. თქვენ არ მიემხრობოდით განაჩენს ფაქტების გარეშე, არა? არა, თქვენ ამაზე გამჭრიახები ხართ. ჩვენ არაფრის გვეშინოდა, არც ჩვენი სიტყვების და არც ჩვენი საქციელების. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გამაოგნებლად კარგად ვგრძნობ თავს, ჩემი თავდაჯერებულობა დღითი დღე იზრდება და სულ მალე სიმართლეს შეიტყობთ. ერთი წამით, თქვენ არც გინახივართ მკვდარი, დასკვნები შეიძლება მაცდური იყოს, მოგენატრეთ?
გთავაზობთ ვიდეოს ქართულად: