ინტეტნეტში ჯეიმს ბონდის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გავრცელდა. მასალა კინოსტუდიებმა MGM და Universal გამოაქვეყნეს, როგორც ჩანს ფილმის შემქმნელებმა ვიდეო ბოლო პერიოდში გავრცელებული ნეგატიური ინფორმაციის გასაქარწყლად გადაიღეს.
რიგით 25-ე ჯეიმს ბონდს კერი ფუკუნაგა იღებს, რომელმაც დენი ბოილი ჩაანაცვლა. ბრიტანელი სუპერაგენტის როლს უკანასკნელად დენიელ კრეიგი შეასრულებს, ხოლო მთავარ ბოროტმოქმედს რამი მალეკი განასახიერებს.