Fox-ის სერიალი იმპერია მეექვსე სეზონით დასრულდება. ამის შესახებ არხმა ორშაბათს განაცხადა.
სერიალში მთავარ როლებს ტარაჯი პ. ჰენსონი და ტერენს ჰოვარდი თამაშობდნენ. სერიალში ასევე თამაშობდა ჯესი სმოლეტი, რომელიც ცოტა ხნის წინს სკანდალში გაეხვა. იანვრის ბოლოს სმოლეტმა პოლიციაში განაცხადა, რომ ჩიკაგოში მას თავს უცნობები დაესხნენ, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, რაც არ დადასტურდა. უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი სერიალის დახურვას, არ ხმაურდება.
ჯერ უცნობია მეექვსე სეზონის პრემიერის თარიღი.
tvline.com