39 წლის “გალაქტიკის მცველების”ვარსკვლავმა და 29 წლის ავტორმა ამაღელვებელი სიახლე ინსტაგრამზე კვირას საღამოს გვამცნეს.
“საყვარელო კეტრინ, ბედნიერი ვარ რომ თქვი კი! აღელვებული ვარ , რომ ცოლად მომყავხარ. ვამაყობ, რომ გაბედული იმედით ვცხოვრობ შენთან ერთად. აი ჩვენც ! ??♥️”
ეს სიტყვები კრისს ეკუთვნის, რომელმაც ინსტაგრამზე ფოტო განათავსა და სადაც, კეტრინის ნიშნობის ბეჭედი კარგად ჩანს.
წყვილი ერთმანეთს 2018 წლის ივნისიდან ხვდება. შეგახსენებთ, რომ კრის პრატი და მისი ყოფილი ცოლი ანა ფარისი ერთმანეთს, 8 წლიანი ქორწინების მერე, 2017 წლის აგვისტოში დაშორდნენ.
მეტი რა დაგვრჩენია, ვულოცავთ და ბედნიერებას ვუსურვებთ!