“ბეჭდების მბრძანებლის” პრიქველ სერიალს, რომლის ღირებულებაც ერთი მილიარდი ფუნტი სტერლინგია, ედინბურგის ახალ კინოსტუდიაში გადაიღებენ.
შოტლანდიის ძველი პორტი (Leith) გასულ წელს გადაეწყო კინოსტუდიად. სარემონტო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და იმედია, რომ გადაღებების დაწყებისთვის სტუდია მზად იქნება. სერიალის პროდიუსერების თქმით, გადაღებები აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით იქნება.
ცნობილია, რომ სერიალს ხუთი სეზონი ექნება. სხვა დეტალები სერიალზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სიახლეებს დღეიდან ტვიტერის ამ გვერდიდან შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.
სერიალის პირველი სეზონი სავარაუდოდ 2021 წელს გამოვა.
edinburghlive.co.uk