ბასრი საგნების შოურანერმა მარტი ნიქსონმა “HBO”-ს პოპულარული მინი-სერიალის შესაძლო გაგრძელებაზე ისაუბრა.
წიგნის ავტორს ჯილიან ფლინს ვესაუბრე. შესაძლოა სიქველის სცენარი დავწეროთ, შესაძლოა დები ადორა და კამილა უფრო ახლოს გაგაცნოთ. მე და ჯილიანს მრავალი აზრი გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.
მინი-სერიალმა გასულ წელს არაერთი ნომინაცია და ჯილდო მოიპოვა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი პატრისია კლარქსონი ოქროს გლობუსით დააჯილდოვა, არაერთი კრიტიკოსის დადებითი შეფასებები მთავარი როლის შემსრულებელმა ემი ადამსმაც მიიღო.