ბინდის ვარსკვლავი ანა კენდრიკი ვიდეოპლატფორმის “Quibi”-ს სერიალ “Dummy”-ში მთავარ როლს შეასრულებს. სიუჟეტის მიხედვით კენდრიკის პერსონაჟი თავისი მეგობარი ბიჭის სექს-თოჯინას უმეგობრდება.
“Quibi” შარშან სტუდია “DreamWorks”-ის დირექტორმა ჯეფრი კაცენბერგმა შექმნა, სტრიმინ სერვისის სტარტი მიმდინარე წლის მიწურულს არის დაგეგმილი, ჭორებს თუ დავუჯერებთ პროექტის ბიუჯეტი 1 მილიარდ დოლარს აღემატება. პლატფორმაზე სემ რეიმის, გილერმო დელ ტოროს და ანტუან ფუკუას სერიალები გამოვა.