“სუპერ მაიკის” ვარსკვლავი ჩენინგ ტატუმი თავის ყოფილ მეუღლეს ჯენა დევანსა და დედამისს ინსტაგრამის სთორიში დედის დღეს ულოცავს.
“დედის დღეს გილოცავთ ყველას. ჯენა! დედის დღეს გილოცავ, ძვირფასო. დედა! დედის დღეს გილოცავ. იმედი მაქვს, ამ ლამაზი მზის ჩასვლის ხედით ტკბებით. მიყვარხართ”
როგორც ჩანს, წყვილი საკმაოდ კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს დაშორების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ჯენამ და ჩენინგმა ერთმანეთი ფილმის “ნაბიჯი წინ” გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, იქორწინეს და მათი თანაცხოვრება 9 წელს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ-ერთ სამაგალითო წყვილად ითვლებოდნენ, მაინც ცხოვრების განსხვავებული გზებით გაგრძელება გადაწყვიტეს.
ვარკვლავურ წყვილს ქორწინებიდან საერთო შვილიც ყავს.