სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

მსახიობები, რომლებიც “სამეფო კარის თამაშებს” არ უყურებენ

Cinemania ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
რუბრიკა GoT
417
მსახიობები, რომლებიც “სამეფო კარის თამაშებს” არ უყურებენ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დავიწყოთ ამით: არავინ არის ვალდებული უყუროს რაიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა უყურებს.

დიახ, ასეა, შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც სამეფო კარის თამაშები არასოდეს უნახავს, ან მხოლოდ რამდენიმე სერიას უყურეს და აღარ დაინტერესებულან. ასეთი ადამიანები არ უნდა დავანამუსოთ და გავკიცხოთ. როცა აღმოვაჩენთ, რომ დრაკონების დედაზე ან სერსეი ლანისტერზე ჩვენს გვერდით მდგომს არაფერი სმენია, აი, ასე ნამდვილად არ უნდა მოვიქცეთ:

არ ვიცით ზუსტი ციფრი თუ დედამიწის რამდენი მაცხოვრებელია გულგრილი ამ ეპიკური საგის მიმართ, თუმცა ცნობილ ადამიანებშიც მოვძებნეთ რამდენიმე მათგანი, რომელსაც სამეფო კარის თამაშები არ უნახავს. ეს თემა წინ ჯულია რობერტსის თითქმის სკანდალურმა განცხადებამ წამოსწია და ჩვენი სიის პირველი ნომერიც რობერტსია.

ჯულია რობერტსი

სულ ახლახანს მსახიობმა ერთ-ერთ გამოცემას მისცა ინტერვიუ, რომლის დროსაც სერიალზეც დაუსვეს კითხვა. აღმოჩნდა, რომ რობერტსი არ უყურებს სამეფო კარის თამაშებს. ფანმა კითხვა დაუსვა, თუ ვინ ავიდოდა რკინის ტახტზე, რაზეც მსახიობმა ჯერ გაიხუმრა და შემდეგ დაამატა: “არასოდეს მინახავს ‘სამეფო კარის თამაშები’, მაგრამ ცოტა ხნის წინ ვიღაცამ მითხრა: ‘გამოქვაბულში ცხოვრობ მგონი’“.

მოდერატორი მიზეზითაც დაინტერესდა, რაზეც მსახიობმა უპასუხა: “ძალან საშიშია. და მგონი ზედმეტად ბევრი სექსიცაა. ასე რომ, ის ჩემთვის არაა”.

ჯეიმს კოსმო

ცოტა უცნაური ჩანს, როდესაც თავად სერიალის მონაწილე მსახიობი არ უყურებს თავის პროდუქტს. სწორედ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ლორდ კომანდერის შემსრულებელი ჯეიმს კოსმო. მსახიობმა ამის შესახებ წელს, 21 აპრილს განაცხადა.

ვეტერანმა შოტლანდიელმა მსახიობმა აღიარა, რომ მას ერთი ეპიზოდიც კი არ უნახავს: “ზოგადად, ძალიან მიჭირს იმ რაღაცების ნახვა, რაშიც ვმონაწილეობ ხოლმე. თანაც არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი თამაშით. სასიამოვნოა, თუკი ამდენი ადამიანი სიამოვნებას იღებს სერიალის ყურებით. შეიძლება ცივი ზამთრის ერთ საღამოსაც დავიწყო შოუს ყურება”.

კოსმოს გმირი მაყურებელმა პირველი სამი სეზონის განმავლობაში იხილა.

ნაომი უოთსი

კიდევ ერთი უცნაური შემთხვევაა ნაომი უოთსი, რადგან მსახიობი სწორედ სამეფო კარის თამაშების პრიქველ სერიალში ითამაშებს მთავარ როლს. საინტერესოა, თუ ორიგინალ სერიალზე წარმოდგენა არ აქვს, როგორ აპირებს შეასრულოს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრიქველ სერიალს საერთო ახლანდელთან არაფერი ექნება.

“უნდა გამოვტყდე, რომ ჯერ არ მინახავს. საკმაოდ დავაგვიანე. ახლა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე ხდება, თუმცა ამ საკითხზე ვიმუშავებ”, განაცხადა მსახიობმა. სავარაუდოდ, უოთსს მაინც მოუწევს სერიალის ნახვა ახლო მომავალში…

პიტერ დინკლეიჯი

მოდით გავიხსენოთ კიდევ ერთი საინტერესო აღიარება წარსულიდან. 2013 წელს, პიტერ დინკლეიჯმა განაცხადა, რომ სერიალს არ უყურებდა. მაშინ ეთერით მესამე სეზონი გადიოდა, პიკი იდგა, ყველა მასზე საუბრობდა და მსახიობისგან ეს მოულოდნელი იყო.

მაშინ ტირიონ ლანისტერის შემსრულებელმა აღიარა: “არ ვუყურებ შოუს – უბრალოდ HBO არ მაქვს”. სავარაუდოდ, მსახიობის შემოსავლის გაზრდის პროპორციულად, მან HBO-ც იყიდა, ნეტფლიქსიც და კიდევ სხვა სტრიმინგ სერვისებიც… თუმცა ამას ვერასდროს გავიგებთ.

GOTHBOდრაკონების დედანაომი უოთსინეტფლიქსიპიტერ დინკლეიჯიპრიქველისამეფო კარის თამაშებისერსეი ლანისტერისტრიმინგ სერვისიჯეიმს კოსმოჯულია რობერტსი
Previous Post

იპოვეთ 10 განსხვავება: შევადაროთ შრეკი და სამეფო კარის თამაშები

Next Post

ტარანტინო: "ახალი ფილმი ძალიან გავს 'მაკულატურას' " (ფოტოსესია)

Next Post
ტარანტინო: “ახალი ფილმი ძალიან გავს ‘მაკულატურას’ ” (ფოტოსესია)

ტარანტინო: "ახალი ფილმი ძალიან გავს 'მაკულატურას' " (ფოტოსესია)

Please login to join discussion

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020