სანამ ყველა მოუთმენლად ველით ბოლო ეპიზოდს, გთავაზობთ გავიხსენოთ გენიალური, დაუვიწყარი და ბრძნული ციტატები, რომლებიც ყინულის და ცეცხლის სამყაროს პერსონაჟებს ეკუთვნით.

ვალარ მორგულის!
1) “შიში ხმალზე ღრმად ჭრის.” – არია სტარკი

2) “რატომ უნდა ვემსახუროთ ღმერთს, თუ არავინ იცის, რა უნდა მას?” – ჯონ სნოუ

3) “ხალხი ყოველთვის სიმართლეს ითხოვს, თუმცა ცოტას უნდა მისი გემოს გაგება.” – ჯეიმი ლანისტერი

4) “დღეიდან წამი, როცა ჩემზე ხელს აღმართავ, იქნება უკანასკნელი, როცა ხელები საერთოდ გექნება.” – დენერის ტარგარიენი

5) “ქალიშვილებთან უფრო მიჭირს, ვიდრე ომში.” – ნედ სტარკი

6) “ლომს არ აინტერესებს, რას ფიქრობენ ცხვრები.” – ტაივინ ლანისტერი

7) “არასდროს დაგავიწყდეს, ვინ ხარ, თორემ დანარჩენ სამყაროს არ დაავიწყდება.” – ტირიონ ლანისტერი

8) “ერთ მგელს მაინც თუ დატოვებ ცოცხალს, ცხვრებს მოსვენება არ ექნებათ.” – არია სტარკი

9) “ტკივილი – ეს გაკვეთილია, რომელსაც შენთვის სარგებელი მოაქვს.” – სირიო ფორელი

10) “ადამიანზე, რომელსაც მოტივი არ გააჩნია, ეჭვს არავინ მიიტანს. გაასულელე შენი მტრები. თუ ისინი ვერ გაიგებენ, ვინ ხარ და რა გინდა, ვერც შენს მომდევნო ნაბიჯს გამოიცნობენ.” – პეტირ ბეილიში

11) “გააცნობიერო საკუთარი შიში – ეს სიმამაცეა.” – დენერის ტარგარიენი

12) “არსებობს ერთადერთი ღმერთი და მისი სახელია სიკვდილი. სიკვდილს კი ჩვენ ერთადერთ რამეს ვეუბნებით: “დღეს არა.” – სირიო ფორელი

13) “როდესაც თოვლი მოდის და ქარბუქი მძვინვარებს, მარტოხელა მგელი იღუპება, ხროვა კი გადარჩება.” – სანსა სტარკი

14) “უცხო წერილების შიგთავსი გაცილებით ღირებულია, ვიდრე უცხო საფულეების.” – ლორდ ვარისი

15) “მე ტურნირებში არ ვმონაწილეობ, რათა ჩემმა მტრებმა არ იცოდნენ, რას უნდა ელოდნენ ჩემგან.” – ნედ სტარკი
