ჯორჯ ბუშმა თავის ადმინისტრაციაში არაერთი მონიტორინგი ჩაატარა და ამას დადებითი შედეგებიც მოჰყვა. 11-მა სექტემბერმა მთავრობას ახალი მიმართულება და მიზნები დაუსახა.
მოულოდნელად ისეთ ფილმში მოვხვდი, რომლითაც ხალხი აჟიტირებულია და ეს ცვლილება მეც მომწონს.
ციხეში მხოლოდ საშუალო ფენის ადამიანებზე მეფიქრებოდა და იმაზე, თუ რამდენი სირთულის გადატანა უწევდათ აქ მოხვედრილებს ფულისა და ძალაუფლების გარეშე.
სახლიდან გასვლას ათ წუთს ვანდომებ და ამ ათ წუთში შხაპის მიღებაც შედის.
მახსოვს, ჩემი მეორე ფილმის პრემიერაზე ტირილი დავიწყე. მეგონა, იმდენად ცუდად ვითამაშე, რომ კარიერისთვის თავი უნდა დამენებებინა და სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი.
ვეგასში სათამაშოდ ხშირად დავდიოდი. ამ ჩვევის უაზრობაში მხოლოდ ახლა ვრწმუნდები.
კარგ რეჟისორებთან მუშაობა მაბედნიერებს.
მინდა, კალიფორნიაში რაც შეიძლება მეტი მიწა შევიძინო, რადგან კალიფორნიაზე და მის ყოველ კუთხე-კუნჭულზე უზომოდ შეყვარებული ვარ.
მსახიობობა და თვითკმაყოფილება წინააღმდეგობაში მოდის. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობენ მსახიობები, რომლებიც სხვების კომპლიმენტებისა და მხარდაჭერისადმი სენსიტიურები არიან.
წუწუნი უადგილოა. მოვლენების განვითარებით კმაყოფილი ვარ.

კონკრეტულ პრობლემაზე საუბარი ყველაფერს ცვლის. ფიქრის უნარი ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია.
ალბათ, მეგობრის ნდობის მოპოვებაც განსაკუთრებული უნარია.
გამარჯვებასა და დამარცხებას ბუნებრივად უნდა შეხვდე.
მე ძალიან გამიმართლა, მამაჩემის საუკეთესო გენები გამომყვა.
ძალიან ბედნიერი ვარ, 40 წელი რომ შემისრულდა. ახლა ჩემს ქცევებზე პასუხისმგებლობის აღებაც შემიძლია.
ჩემი საქმიდან მიღებული შემოსავლის გამო გაბოროტებული არასოდეს ვყოფილვარ. მე ჩემი ოჯახისთვის სამყოფ ფულს გამოვიმუშავებ და ეს სავსებით საკმარისია.
კინოში ძალადობა ყოველთვის იყო და იქნება.
ვკითხულობ კომიქსებს, თუმცა მათ შესახებ მაინც ცოტა რამ ვიცი.
ხალხს იმის სჯერა, რაც აწყობს. რეალურად, ადამიანი თვითონ წყვეტს, სიმართლის მხარეს დადგეს თუ არა.
როლზე მუშაობისას შიში ყველაზე დიდი მოტივატორი ხდება.
ღმერთო, ნეტა, შემეძლოს თანოსისა და გამორას ურთიერთობის აღწერა. მე ეს უბრალოდ არ შემიძლია. ფილმზე მუშაობისას რეჟისორები (ენტონი რუსო და ჯო რუსო) მოდიოდნენ და მთხოვდნენ, არ ვყოფილიყავი ასეთი ემოციური პერსონაჟისადმი. მართალია, მას დიდი გეგმები ამოძრავებს და თავის ბავშვებსაც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ, ვფიქრობ, მას დიდი სიყვარულის უნარიც აქვს. თანოსის ბედისწერა მისი დაბადებისთანავე განისაზღვრა. ის ტიტანების შვილია, ყველა ტიტანი ერთმანეთს ჰგავს, ის კი განსხვავებული, მახინჯი დაიბადა. ანომალიამ თავისი როლი ითამაშა და ის შეშლილობამდე მიიყვანა.

მწვანე ფონზე მუშაობისას რთულია, მიხვდე, რა ფილმში მონაწილეობ. მერე პრემიერაზე მიდიხარ და შედეგით გაოცებული რჩები.
სიმართლეზე მეტად არაფერს შევყავართ შეცდომაში.
წყარო: http://sciencefiction.com / www.azquotes.com
მოამზადა ლალი ახვლედიანმა