1917 წლიდან, მას შემდეგ, რაც ეკრანებზე პირველად გამოჩნდა, იაპონურმა ანიმაციამ (ე.წ „Anime“-მ) დიდი გზა განვლო, სანამ უზარმაზარ კომერციულ ინდუსტრიად და ხელოვნების განცალკევებულ ჟანრად იქცეოდა. მიმდინარე ეტაპზე არსებობს უამრავი ჟანრის იაპონური ანიმაცია, დაწყებული სათავგადასავლო ფანტასტიკით (Shounen), დასრულებული სრულწლოვანი აუდიტორიისათვის განკუთვნილი ჟანრით (Hentai), თუმცა ამ საკითხზე სხვა დროს. როგორ უკვე ვახსენეთ, ანიმე იაპონიაში შექმნილი ანიმაციაა, რომელიც უკვე დიდი ხანია, ამომავალი მზის ქვეყნის ფარგლებს გასცდა და დასავლეთში დამკვიდრებულ ანიმაციას საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს. მის ფენომენალურ პოპულარობას არაერთი ასპექტი თუ დეტალი განსაზღვრას. სიტყვა „ანიმეს” გაგონებაზე თანამედროვე მაყურებელს მომენტალურად აზრად მოსდის: „Naruto“, „Bleach“, „One Piece“, „Deathnote“ (ხსენებულ ანიმეებს არ ვაკრტიკებთ) და სხვა, თუმცა მათ ვისაც გულწრფელად უყვარს ანიმე და მის საწყისებს იცნობს, არ იქნება გასასკვირი რომ მათთვის სიტყვა „Anime“ გაცილებით ადრინდელ პროექტებთან, მათ შემქმნელებთან და მათ პერსონაჟებთან ასოცირდება.
როგორი არაჩვეულებრივი ისტორიაც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ანიმეს, როგორი გასაოცარი ხატვითაც არ უნდა გამოირჩეოდეს იგი, ნებისმიერ ანიმეში ძირითად ყურადღებას მისი პერსონაჟები იპყრობენ, რომლებიც მრავალფეროვანი ხასიათით გამოირჩევიან. მართალია, ზოგი დიქტატორივით მკაცრია, ზოგი – ძალზე თბილი და საყვარელი, ზოგიც ზედმეტად ჭკვიანი, ზოგსაც სუპერძალები გააჩნია და ზოგიერთს ეშმაკთანაც კი აქვს გარიგება დადებული. საინტერესო იქნებოდა როგორები იქნებოდნენ ისინი რეალობაში რომ არსებობდნენ. ამ შეკითხვაზე Shefford.art-მა გვიპასუხა, სადაც 2D-ში დახატული ანიმე პერსონაჟები რეალურ ადამიანებად აქცია….