როდესაც საქმე ქუჩის ხელოვნებას, ე.წ „გრაფიტის“ ეხება, ჩვეულებრივ ორ განსხვავებულ მოსაზრებას ვაწყდებით. ერთი, რომელიც გმობს კედდლების მოხატვას და ამბობს, რომ მსგავს ფერწერას რთულად შეიძლება ეწოდოს ხელოვნება, რომელიც ნელ-ნელა „ანგრევს“ქალაქის არქიტექტურას და აზიანებს კერძოდ უძრავ ქონებას. ხოლო მეორე მხარე მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილი ხელოვნებაა და ქუჩის არტისტები ქალაქის რუხ და მშრალ ბეტონის კედლებს, ძველ შენობებსა და ზოგადად ქალაქს სულს და ინდივიდუალიზმს ჩუქნიან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ მოსაზრება შორის ხშირ პოლემიკას ვაწყდებით, ძნელია ვიკამათოთ იმ არტისტის ნამუშევრებზე, რომელიც „ EFIX“ სახელწოდებით არის ცნობილი, რომელიც თავისი სახალისო და ცნობილი პერსონაჟების ქუჩის კედლებზე სხვადასსხვა ხერხებით აღბეჭდვით ეხმარება ქალაქს „აღდგენაში”.