სამეფო კარის თამაშები ნამდვილად არის შოუ, სადაც მხოლოდ ბოროტ და მზაკვრულ სიცილს თუ შეხვდებით… თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასტიკი პერსონაჟების მიღმა ჩვეულებრივი ადამიანები დგანან – შესაბამისად, გადასაღებ მოედანზე ბევრი სახალისო შემთხვევა ხდება:
1. ემილია კლარკს ცხენის გულის ჭამის შემდეგ გული აერია
თუმცა მისი გამტყუნება ნამდვილად შეუძლებელია. როგორც მსახიობი იხსენებს, მას ამ სცენის გადაღებისას თამაში არც კი დასჭირვებია, რადგან რასაც აკეთებდა, ნამდვილად საზიზღრობა იყო.
რა თქმა უნდა, სინამდვილეში ემილიას ცხენის რეალური გული არ უჭამია და რეკვიზიტი უბრალოდ ჯემისგან იყო დამზადებული, თუმცა 28 დუბლის გადაღებას გულისრევის გარეშე მაინც არ ჩაუვლია.
2. შოუს შემქმნელებმა ჯონ სნოუს დამახინჯება სცადეს
ისინი კიტ ჰარინგტონს გაეხუმრნენ და წააკითხეს სცენარი, რომლის თანახმადაც მისი პერსონაჟის სახე მახინჯდებოდა – კერძოდ ეს ზედა ტუჩსა და თმას ეხებოდა. არადა, ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი საკუთარი თმით ნამდვილად ამაყობს.
როგორც ხუმრობის ავტორები იხსენებენ მსახიობს ამ ამბავმა გული დასწყვიტა, თუმცა პროფესიონალურად შეხვდა. დევიდ ბენიოფმა და დენ უეისმა მას აუხსნეს, რომ სურდათ პერსონაჟი დისნეის პრინცის ან ჰარი პოტერის სტანდარტებიდან გამოეყვანათ. საბოლოოდ, ერთ-ერთ მათგანს სიცილი აუტყდა და, ალბათ, ჰარინგტონმაც შვებით ამოისუნთქა.
3. საპასუხო დარტმა კიტისგან – გადაპარსული თმები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიტი საკუთარი ვარცხნილობით ამაყობს, თუმცა ერთ დღეს მან პროდიუსერებს შეატყობინა, რომ თმა გადაიპარსა და ამის დასადასტურებლად საკუთარი ფოტოც გაუგზავნა.
როგორც მოგეხსენებათ, კონტრაქტის თანახმად, სერიალის მიმდინარეობისას მსახიობებს გარეგნობის რადიკალური ცვლილება ეკრძალებათ. სწორედ ამიტომ, საქმეში HBO-ს ადვოკატებიც კი ჩაერივნენ, რადგან სურათზე ჰარინგტონი ნამდვილ სკინჰედს ჰგავდა.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს უბრალოდ შურისძიება იყო – მას შემდეგ, რაც ბენიოფი და უეისი მას გაეხუმრნენ, კიტმა ხუთი წლის წინანდელი ფოტო მოძებნა და მათ საპასუხო ოინი მოუწყო.
4. ხალ დროგოს თავის “სიამაყეზე” ვარდისფერი წინდა ჰქონდა წამოცმული
მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟი ნამდვილად შიშისმომგვრელი იყო, ყველამ იცის ჯეისონ მომოას მხიარული ხასიათის შესახებ.
როგორც ემილია კლარკი იხსენებს, დენერისისა და ხალ დროგოს სექსის სცენის გადაღების დროს, მსახიობმა სასქესო ორგანოზე ფუმფულა, ვარდისფერი წინდა ჩამოიცვა. ინტიმური სცენებს დაძაბულობა ყოველთვის თან ახლავს, თუმცა, წარმოგვიდგენია, რა რთული იქნებოდა სიცილის შეკავება მაშინ, როდესაც დოთრაკიელების საზარელი ბელადი გადასაღებ მოედანზე ასე დატანტალებდა!
5. პიტერ დინკლეიჯი და ლენა ჰედი სიცილს ვერ იკავებდნენ
ტირიონ და სერსეი ლანისტერების ურთიერთობა ეკრანზე ნამდვილად დაძაბული იყო, თუმცა კადრს მიღმა მსახიობები საუკეთესო მეგობრები იყვნენ.
როგორც პიტერი იხსენებს, ზოგჯერ ისინი ცდილობდნენ ერთმანეთისთვის თვალებში არ შეეხედათ, რადგან მომენტალურად სიცილი უტყდებოდათ.
ალბათ, მაყურებელი ფიქრობს, რომ სერიოზული სცენების გადაღებისას გადასაღებ მოედანზეც მსგავსი განწყობა სუფევს. სინამდვილეში კი, ასეთი მომენტები ყველაზე მეტ მხიარულებას იწვევს!
6. სოფი ტერნერს საძულველი ნამცხვრის ჭამა 50-ჯერ მოუხდა
მეოთხე სეზონში მაყურებლებმა შეიტყვეს, რომ სანსა სტარკი ლიმონის ნამცხვრის დიდი მოყვარული იყო. შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში კი მსახიობი თაყვანისმცემლებისაგან საჩუქრად სწორედ ამ დესერტს იღებდა:
მე მძულს ლიმონის ნამცხვარი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა სხვა ნამცხვარზე მეტად, თუმცა ამ სცენის გადაღებისას 50 ცალის ჭამა მაინც მომიხდა.
7. სერიალიდან ამოჭრილი ცეკვის სცენა
როგორც ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელი იხსენებს, სერიალის მაყურებლებმა მისი და პიტერ დინკლეიჯის ძალიან სახალისო წარმოდგენა ვერ იხილეს:
ტირიონის სასამართლოს ვიღებდით, სადაც მე ის დერეფნის ბოლომდე უნდა მიმეცილებინა. გარშემო უამრავი ექსტრა მსახიობი იყო და როდესაც კამერები ჩაირთო, პიტერმა იკითხა – ვიცეკვოთ? ამის შემდეგ ჩვენ დერეფანს ცეკვა-ცეკვით გავუყევით, მასა კი აპლოდისმენტებითა და შეძახილებით გვამხნევებდა.
როდესაც კამერას მაქსიმალურად მივუახლოვდით, გავჩერდით და ცეკვა “ტა დააამ” ასე დავასრულეთ. უეცრად სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი გავიგეთ ქალის ხმა – მადლობა. თავიდან!
ეს ძალიან სამარცხვინო იყო…
8. ოფლიანი კიტ ჰარინგტონი
ყველამ ვიცით კედელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცივ ადგილად წარმოგვიდგენია. სინამდვილეში კი ამ სცენას სტუდიაში იღებდნენ, სადაც, რა თქმა უნდა, სულაც არ ციოდა.
თბილ ტანსაცმელში გამოწყობილი ჰარინგტონი, რომელსაც უზარმაზარი განათებები კიდევ უფრო მეტად ათბობდა, ამ სცენების გადაღებისას ნამდვილად იტანჯებოდა – მას ხომ ოფლი გამუდმებით უნდა მოეწმინდა და თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს იყინებოდა.
9. მეისი უილიამსი ცხენიდან ჩამოვარდა
სერიალის მეორე სეზონს ისლანდიაში იღებდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიური ცხენები ზომით თითქმის პონისხელაა, მაინც მოახერხებს მსახიობების დაზიანება.
მაგალითად, არია სტარკის როლის შემსრულებელი უნაგირიდან ჩამოსრიალდა და ფეხი აღვირში გაეჭედა. როგორც გოგონა იხსენებს ეს მართლაც სახალისო სანახაობა იყო, ჩვენ კი მოხარულები ვართ, რომ შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა.
10. შონ ბინი საკუთარი თავით ფეხბურთს თამაშობდა
მაშინ როდესაც მაყურებელი ნედ სტარკის სიკვდილის გამო ცრემლებს ღვრიდა, შონს ერთი სული ჰქონდა გადაღება დასრულებულიყო, რათა საკუთარი მოკვეთილი თავით ფეხბურთი ეთამაშა!