სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

როგორ და რატომ უნდა ვუყუროთ სერიალებს

Cinemania ავტორი Cinemania
2 მარტი, 2019
რუბრიკა იცოდით?, საინტერესო
0
როგორ და რატომ უნდა ვუყუროთ სერიალებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

21-ე საუკუნეში, როდესაც სერიალები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო ნეტფლიქსი სამყაროს იპყრობს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, აუცილებელია მივხვდეთ: არსებობს არანაკლებ რვა მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალებს.

ისე თქვენ სერიალების ყურება, მარტივი საქმე, ხომ არ გგონიათ? მათ ჩვენი დროის ძალიან დიდი ნაწილი მიაქვთ, ამიტომაც იმასაც გეტყვით სერიალებს სწორად როგორ უნდა უყუროთ! მოდით დავიწყოთ:

ნაწილი პირველი: რატომ უნდა ვუყუროთ სერიალებს

პირველ მიზეზად, შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ მათ ხასიათის გამოკეთება შეუძლიათ. რამდენად უბედურადაც არ უნდა გრძნობდეთ თავს, ან რამდენადაც მძიმე დღე არ უნდა გქონდეთ, მოხვალთ, ჩართავთ საყვარელ სერიალს, სახალისოსა თუ სევდიანს, და ყოველდღიურობის პრობლემებს ცოტახანი დაივიწყებთ. გადაინაცვლეთ სრულიად სხვა სამყაროში, და როდესაც ყურებას დაამთავრებთ, უკვე უკეთეს განწყობაზე იქნებით!

მეორე მიზეზი არის ის, რომ ჩვენი საყვარელი პერსონაჟებისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ. მართალია  დრაკონების მშობლები ვერ ვიქნებით და რკინის ტახტს ვერ დავიპყრობთ ( თუმცა მეტაფორულად არც ეგაა გამორიცხული), მაგრამ უდრეკობას, თავმოყვარეობას, გამტანობას და კიდევ უამრავ სხვა დადებით თვისებას განვავითარებთ საკუთარ თავებში.

შემდეგი მიზეზი ძალიან გავს პირველს, ისიც მორალურ მხარდაჭერას ეხება, თუმცა უფრო კრიზისულ სიტუაციებში. თუ სამყარო თქვენ გარშემო ინგრევა, დაკარგეთ საყვარელი ადამიანი, ან კიდევ რამე ტრაგედია ტრიალებს გარშემო, სერიალები საუკეთესო გადარჩენის საშუალებაა თქვენთვის. სერიალის რა დოზას მიიღებთ ასეთ დროს, თქვენზეა დამოკიდებული, მთავარია ბოლომდე დახარჯოთ ყველა დაგროვებული უარყოფითი შეგრძნება: იტიროთ, იცინოთ და ასე შემდეგ.

სერიალების სამყარო, საშუალებას გვაძლევს, უამრავი ადამიანის  ჰობის, ოცნებას, სტილს გავეცნოთ და ვიმოგზაუროთ უამრავ ადგილას ისე, რომ სახლიდან გასვლაც კი არ გვჭირდება! სწორედ ესაა მეოთხე მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალებს. ზოგს ნიუ-იორკის ცათამბჯენები შეგვიყვარდება, ზოგს ახალი გარდერობი მოუნდება, ზოგი დედამიწის შემოვლას გადაწყვეტს და ასე – სერიალები ინსპირაციის ძალიან კარგი წყაროა.

სერიალები გვეხმარებიან თანაგრძნობის უნარი განვავითაროთ და პოზოტიურად ვიაზროვნოთ. როგორ? სერიალებში დატრიალებული ოჯახური დრამები, გვეხმარება საკუთარ ნათესავებთან ურთიერთობები დავალაგოთ. ასევე სერიალებში, სხვადასხვა ურთიერთობების ყურება გვეხმარება ისეთი ჰორმონის გამოყოფაში, რომელიც აადვილებს სოციალურ ურთიერთობას და სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს. ყველაფერთან ერთად, ჩვენ რაღაცის ნაწილად ვგრძნობთ თავს, ვიცით, რომ მარტოები არ ვართ ამ მსოფლიოში.

გასაკვირი არაა, რომ სერიალები ამაღლებს ერუდიციას. სერიალები მედიცინაზე, ფსიქოლოგიაზე, ისტორიულ მოვლენებზე მეს გაგებისკენ გვიბიძგებს და ჩვენში ცნობისმოყვარეობას აღვიძებს. მაგალითად, თუ იცოდით რა ხდებოდა კათოლიკურ ეკლესიაში რენესანსის ეპოქაში? ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა, სანამ სერიალი ბორჯიების ოჯახი ვნახეთ.

იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ გამოგონილი რეალობა არაფრით ჩამოუვარდება სინამდვილეს. ინტროვერტებისთვის ალბათ საუკეთესო დროის გასატარებელი სწორედ სერიალებია. იმას არ ვამბობთ, რომ ვირტუალური რეალობით ნამდვილი ცხოვრების ჩანაცვლება კარგია, მაგრამ არც მთლიანად უნდა ვთქვათ უარი მასზე, რადგან ის ჩვენი სამყაროს ნაწილია, ისევე, როგორც წიგნები ან ფილმები.

და ბოლო მიზეზად ვასახელებთ იმას, რომ სერიალების შერჩევა პროფესიული კუთხითაც შესაძლებელია. ოპერატორები, მსახიობები და რეჟისორები თავისუფლად შეაფასებენ სერიალებს თავისი ხელობიდან გამომდინარე. მაგალითად ექიმები ექიმ ჰაუსს ან გრეის ანატომიას გააკრიტიკებენ და ასე შემდეგ. ჩვენ გვგონია, რომ ძალიან კარგი და მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს.

ნაწილი მეორე: როგორ უნდა ვუყუროთ სერიალებს

უყურეთ მარტო იმას, რაც ნამდვილად მოგწონთ. შეიძლება დაიწყეთ სერიალი და არ მოგეწონათ, მიხვდით რომ თქვენი არ არის. ხოდა, ადექით, გამორთეთ და ჩართეთ რამე ახალი. შეათვალიერეთ რეიტინგი და ენდეთ საკუთარ შეგრძნებებს, აუცილებლად იპოვით სათქვენო სერიალს და უთხარით მას – კი !

დაფიქრდით რას გადმოიტანდით სერიალიდან თქვენს რეალობაში და აუცილებლად დაისახეთ მიზნები. მიიღეთ ერთგვარი რჩევები სერიალის გმირებისგან.

აუცილებლად დაიწესეთ დროის ლიმიტი და შეეცადეთ არ გადააჭარბოთ მას. სხვა შემთხვევაში ჯანმრთელობას და ნერვულ სისტემას  დაიზიანებთ

                                                                  ო, ღმერთო, დახმარება მჭირდება”

ძილის წინ სერიალებს არ უყუროთ, დაძინება გაგიჭირდებათ (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტორს არც ჩვენ არ ვითვალისწინებთ)

მიაქციეთ ყურადღება რას ჭამთ სერიალის ყურებისას, ჯობს ჩიფსები და სხვა მავნე საჭმელი ხილით ჩაანაცვლოთ. არც იმ მომენტში დამძიმდებით და არც წონაში მოიმატებთ.

ჩვენ  ვეცადეთ გარკვევით აგვეხსნა, სერიალების ყურების ყველა დადებითი მხარე და მოგვეცა რჩევები და ინსტრუქციები მათთვის, ვინც მრავალეპიზოდიან თავგადასავალს ახლა იწყებს, ან დაიწყო და გზამკვლევი ჭირდება.

ბორჯიებიმიზეზებისერიალები
Previous Post

ლედი გაგა და რამი მალეკი კლასიკური რომანტიკული კომედიების პოსტერებზე

Next Post

ისტორიები “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიის გადასაღები მოედნიდან (ნაწილი II)

Next Post
ისტორიები “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიის გადასაღები მოედნიდან (ნაწილი II)

ისტორიები “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიის გადასაღები მოედნიდან (ნაწილი II)

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020