სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რატომ ვუყურებთ სერიალებს განმეორებით?

Cinemania ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2019
რუბრიკა იცოდით?, საინტერესო
1236
რატომ ვუყურებთ სერიალებს განმეორებით?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თანამედროვე ადამიანი მეტისმეტად სწრაფად ცვალებად სამყაროში ცხოვრობს. ყოველ ჩვენგანს დროის დეფიციტი აქვს, ამიტომაც რას არ ვაკეთებთ, რომ ის დავზოგოთ: სიტყვის დაწერის ნაცვლად ემოჯის ვიყენებთ, ელექტრონული წერილის ნაცვლად – მოკლე მესიჯებს, რაიმე მოსაზრების გამოსათქმელად კი 140 სიმბოლოიანი ტვიტიც გვყოფნის. არც საჭმლის მომზადებაზე ვკარგავთ დროს – უკვე გამზადებულ საკვებს გაცილებით სწრაფად შევათბობთ მიკროტალღურ ღუმელში. ამიტომაც, კიდევ უფრო უცნაური ჩანს ამ ძვირფასი დროის ხარჯვა HBO-ს, Netflix-ის, Hulu-ს, Amazon-ისა და სხვა ტელეარხების სერიალების არათუ ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ყურებაში.

მაშ, რა უბიძგებს ადამიანებს, ძვირფასი დრო სერიალების განმეორებით ცქერას მიუძღვნან? რატომ უყვართ ადამიანებს საყვარელი შოუების ხელახლა ნახვა?

დასვენების საშუალება

რომელია სერიალების სანახავად საუკეთესო დრო? – ცხადია, ღამის საათები, როცა დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ წყნარად ჯდომა და მოდუნება გვსურს. სახლში მყუდროდ ვართ, კომფორტულ სამოსში გამოწყობილი, გვერდით მომარაგებული სასუსნავებითა და სასმელით… ამ სრულყოფილ სურათს რა აკლია? – რა თქმა უნდა, საყვარელი სერიალი! მნიშვნელოვანი ნიუანსია ის, რომ როცა დასვენება გვინდა, ახალი თავგადასავლების ნაცვლად გვირჩევნია იმას ვუყუროთ, რაც ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელია. ის ჩვენ დროებით გვავიწყებს სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს და კარგად ნაცნობ, მონატრებულ სამყაროში გვაბრუნებს.

პრობლემებისგან გაქცევა

წიგნის კითხვისა არ იყოს, სერიალის ყურებაც საკუთარი სამყაროდან დროებით “გასვლის” შესანიშნავი საშუალებაა. საყვარელი ტელეშოუების დახმარებით ჩვენს მოსაწყენ, ათასი პრობლემით სავსე ცხოვრებას დროებით ვცვლით კრიმინალის, ფენტეზის, რომანტიკის, დრამისა და სხვა, ემოციურ, დაძაბულობით სავსე და მაინც მომხიბვლელ სამყაროში. Netflix-ში მომხმარებლების კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მაყურებლის 80% ფავორიტი სერიალის რამდენჯერმე ნახვას ამჯობინებს, ვინაიდან ეს მას ვრცელ, დაუსრულებელ ნარატივში “ჩართვის” შანსს აძლევს.

შემქმნელებმა იციან, როგორ უნდა “დაიჭირონ” მაყურებელი

მოდი, ვიყოთ გულახდილები – სტრიმინგ-სერვისების მთავარმა მოთამაშეებმა ზუსტად იციან, როგორ “მოინადირონ” მორიგი მსხვერპლი და როგორ “დაიჭირონ” რაც შეიძლება მეტი მაყურებელი… ჩვენ ვიცით, რომ მათი ტყვეები ვართ, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, სასურველი ტყვეობაა. ტელეშოუების შემქმნელები თავიანთ ყოველ ნიჭს იყენებენ რაც შეიძლება ჩამთრევი და დამაინტრიგებელი სიუჟეტების შესაქმნელად. ამბების გამოგონებაში მათ ბადალი არ მოეძებნებათ, ინტრიგის შენარჩუნებას კი ბოლო ეპიზოდამდე ახერხებენ. ჩვენც ვერთვებით მათ თამაშში და უდიდესი ინტერესით ველით ახალ და ახალ ამბებს.

დრო საკუთარი სიამოვნებისთვის

ყველაზე მთავარი არის ის, რომ ტელეშოუები, რომელთა ხელმეორედ სანახავად დროს არ ვინანებთ, პირველეს ყოვლისა, ჩვენ გვიყვარს. ხოლო რაც გვიყვარს, რატომ არ უნდა დავუთმოთ მას დრო? ბოლოს და ბოლოს, ხომ ვიმსახურებთ, დამღლელი დღის დასასრულს მაინც გავაკეთოთ ის, რაც გვსურს და ერთი… ან ექვსი საათი იმას მივუძღვნათ, რაც მართლა გვსიამოვნებს?

ამ ყველაფერს მეცნიერული ახსნაც აქვს

ჩვენს გატაცებას (ან თუნდაც, დამოკიდებულებას) მეცნიერული ახსნაც მოეძებნება. დიახ, შესაბამისი კვლევები გვაძლევს პასუხს იმის თაობაზე, თუ რატომ გვიყვარს ასე ძალიან შოუების განმეორებით და მიყოლებით ყურება. აღნიშნული საკითხით დაინტერესებულთა კვლევებმა დაადგინა, რომ ადამიანს ბუნებრივად იზიდავს და იტაცებს ტელეშოუებში ასე ხატოვნად მოწოდებული ამაღელვებელი სანახაობა, ხმები, ფერები და მოძრაობა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენში ბიოლოგიურ პროცესებს აღძრავს, აღიზიანებს ჩვენს პირველყოფილ შეგრძნებებს (მათ შორის, შიშს) და გვიმახვილებს ყურადღებას. გონებაში ქვეცნობიერად ირთვება შესაძლო “მტაცებლისგან” არიდების ინსტინქტი ან ჩვენი ყურადღება პოტენციური საფრთხის აღმოჩენიკენაა მიმართული. ამრიგად, ეპიზოდს ეპიზოდზე ვუყურებთ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად ჩვენ საკუთარ თავებს ვიცავთ.

ამრიგად, ბოლოს და ბოლოს, პასუხები გვაქვს. რასაკვირველია, ვერავითარი ახსნა ვერ მოეძებნება თუნდაც საყვარელი სერიალების 24/7-ზე ყურებას, მაგრამ ის, რომ საინტერესო ან კარგად ნაცნობი სერიალის ეპიზოდების ცქერაში ხშირად ღამეც გაგვითენებია, სრულიად ნორმალურია.

HBOHuluNetflixგანმეორებით ყურებაგართობადამოკიდებულებადასვენებაკინო ფსიქოლოგიარეალობისგან განდგომასაყვარელი სერიალებისერიალებიფსიქოლოგია
Previous Post

ედიტ სკობი, "Eyes Without a Face“-ის მსახიობი გარდაიცვალა

Next Post

ნახეთ: ზენდაიას ახალი ფოტოსესია

Next Post
ნახეთ: ზენდაიას ახალი ფოტოსესია

ნახეთ: ზენდაიას ახალი ფოტოსესია

Please login to join discussion

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020