სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რატომ დაივიწყა ჰოლივუდმა უმშვენიერესი მეგან ფოქსი?

Cinemania ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
რუბრიკა საინტერესო, ცნობილი ადამიანები
436
რატომ დაივიწყა ჰოლივუდმა უმშვენიერესი მეგან ფოქსი?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მეგან ფოქსი სუპერვარსკვლავად მაიკლ ბეის ტრანსფორმერებმა აქცია. ფილმის გამოსვლის შემდეგ მისი ფოტო მამაკაცთა პოპულარული ჟურნალების ყდებიდან აღარ ჩამოდიოდა, რეჟისორებისგან კი შეთავაზებას შეთავაზებაზე იღებდა მძაფრსიუჟეტიან თუ ინდი პროექტებში. მილენიუმის პირველ დეკადაში უმშვენიერესი მსახიობის კარიერა სწრაფად განვითარდა და მისი მონაწილეობით გამოსული ფილმები კინოგაქირავებაში დიდ წარმატებებს აღწევდა. მაგრამ შემდეგ მსახიობის მონაწილეობით რამდენიმე პროექტი ჩავარდა და პოპულარობამაც იკლო. უკანასკნელ პერიოდში მეგან ფოქსი A-list-ს ნამდვილად აღარ მიეუკუთვნება.

რა არის ამის მიზეზი? ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

დაძაბულობა ფოქსსა და მაიკლ ბეის შორის

შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფორმერების რეჟისორ მაიკლ ბეისა და მეგან ფოქსს შორის დაძაბული ურთიერთობა ჯერ კიდევ 2003 წლიდან დაიწყო – ცუდი ბიჭები 2-ის გადაღებებზე, რომელშიც ჯერ კიდევ 15 წლის ფოქსი ეპიზოდური როლი შეასრულა (“ბიკინიანი ექსტრა”, როგორც მასზე ამბობდნენ). 2007 წელს, როცა ბეიმ მეგანი შია ლაბაფის პარტნიორად მიიწვია ტრანსფორმერებში, მეგანი, თავისი სამოდელო მოღვაწეობითა და სატელევიზიო როლებით, შედარებით ცნობილი იყო (თუმცა მიკაელა ბეინსის როლის მისაღებად მას, სინჯების ფარგლებში, მაიკლ ბეის ფერარის რეცხვაც მოუხდა).

2009 წლის სიქველში (ტრანსფორმერები: დამარცხებულთა შურისძიება) ფოქსი უკვე მეგავარსკვლავის სტატუსით სარგებლობდა და უსიამოვნება მასა და ბეის შორის თანდათან გამოიკვეთა. კრიტიკოსების მიერ აღიარებულ “მეტად რთული სპეცეფექტების” მქონე ფილმში მუშაობა ფოქსისთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა, რასაც, მსახიობის თქმით, გადასაღებ მოედანზე ბეის ტირანული დამოკიდებულებაც ემატებოდა. მსახიობმა Wonderland Magazine-სთან ინტერვიუში აღნიშნა: “მას უნდა, გადაღებებზე ჰიტლერი იყოს და არის კიდეც” (ფოქსს რეჟისორი ნაპოლეონისთვისაც შეუდარებია, თუმცა ჰედლაინები ჰიტლერმა დაიპყრო).

მეგანი ტრანსფორმერების მორიგი ფილმიდან დაითხოვეს

GQ-სთან ინტერვიუში ბეიმ აღნიშნა, რომ ფოქსი ტრანსფორმერების მორიგი ნაწილის (ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარე) მოსამზადებელ სამუშაოებს შეუერთდა, თუმცა “დაინტერესებული არ ჩანდა”. ცნობილმა კომენტარმა ჰიტლერზე მას არც რეჟისორის და არც პროდიუსერის, სტივენ სპილბერგის თვალში ჩაუწერა კარგი ქულები. ბეიმ ასევე დასძინა: “[ფოქსი] სხვა სამყაროში ცხოვრობდა, თავის “ბლექბერიში”, მაშინ როცა ყურადღებით ყოფნა იყო საჭირო. სტივენმა თავად თქვა “ახლავე დაითხოვეთო” (სპილბერგმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს). თავის მხრივ, ფოქსმა აღნიშნა, რომ ფრენჩაიზის დატოვება სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა: მეგანი მთვარის ბნელ მხარეში აღარ მონაწილეობს და შია ლაბაფის პერსონაჟის ახალ სიყვარულს Victoria’s Secret-ის მოდელი როზი ჰანტინგრონ-უაიტლი ასრულებს.

“რთული ხასიათის” მსახიობი

მეგანის ქცევა ფრენჩაიზის გადაღებების დროს მხოლოდ ბეისა და სპილბერგის უკმაყოფილების მიზეზი არ გამხდარა: მთვარის ბნელი მხარის სცენარისტის, ეჰრენ კრიუგერის თქმით: “მას ეტყობოდა, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა არ სურდა. ამბობდა, რომ უნდოდა, მაგრამ შესაბამისად არ იქცეოდა”. მას შემდეგ, რაც მეგანმა ბეი ჰიტლერს შეადარა, Revenge of the Fallen-ის გადამღები ჯგუფის წევრებმა რეჟისორი დაიცვეს და მსახიობი “პრეტენზიულად” მოიხსენიეს, რომელიც “გარშემომყოფების მიმართ ინტერესს თითქმის არ ავლენდა”. ფოქსი კი ბეის, როგორც რეჟისორის “სექსისტურ მიდგომებს” აკრიტიკებდა.

ჯენიფერის სხეული – ჩავარდნა კინოგაქირავებაში

2009 წელს, როცა ტრანსფორმერები 2: დამარცხებულთა შურისძიება გამოვიდა, მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა კარინ კუსამას დაბალბიუჯეტიან, R-რეიტინგის მქონე კომედიურ ჰორორში – ჯენიფერის სხეული, რომელიც, ყველასთვის მოულოდნელად, მომგებიანი ვერ აღმოჩნდა. ჩავარდა Warner Bros.-ისა და DC Comics-ის ერთობლივი პროექტი ჯონა ჰექსიც, რამაც არამარტო მის ეკრანულ კარიერას მიაყენა ჩრდილი, არამედ ჯანმრთელობაც დაუზიანა, რადგან ფოქსის გმირს ფილმში მჭიდრო კორსეტი ეცვა. გარდა ამისა, აღნიშნული სურათით მსახიობი თავადვე არ იყო კმაყოფილი.

ტრანსფორმერების სერიის წარმატების ინერციით ფოქსს კვლავ არ აკლდა შემოთავაზებები. 2009 წელს მან ინდი ფილმში Passion Play-ში ითამაშა, რომელშიც მასთან ერთად ორი დიდი მსახიობი: მიკი რურკი და ბილ მიურეი მონაწილეობდნენ. სურათს შთამბეჭდავმა კასტმა ვერაფერი უშველა – DVD-გაქირავებაში ისიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

მედიის ყურადღება

კარიერული წარუმატებლობის პარალელურად მეგან ფოქსი ნეგატიური ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი მონაწილეობით გამოსული ფილმები ერთიმეორის მიყოლებით ჩავარდა, ამავე დროს კი მეგანი ლამის ყოველ საღამოს ჩნდებოდა ტოკშოუებში, რამაც როგორც მსახიობი, ისე მაყურებელი, ძალიან დაღალა. მეგანის მიმართ გადაჭარბებულმა ყურადღებამ საბოლოოდ ის გამოწვია, რომ სხვადასხვა გასართობ საიტზე ბოიკოტიც კი გამოჩნდა სახელწოდებით “ერთი დღე მეგან ფოქსის გარეშე”.

კომიქსი, რომელიც ვერ განხორციელდა

ფოქსის სახელს ხშირად უკავშირებდნენ სხვადასხვა ფრენჩაიზს. მათ შორის კომიქსის, “ფატომის” ეკრანიზაციაც, რომლის მთავარი გმირიც “90-იანების ცუდი გოგო” იყო. მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა, რადგან, უპირველეს ყოვლისა, თავად მეგანმა თქვა უარი მასში მონაწილეობაზე. 2014 წელს იგი, მისი თქმით, უკვე დიდი ასაკის იყო საიმისოდ, რომ ოც წელს ოდნავ გადაცილებული პერსონაჟი შეესრულებინა.

თინეიჯერი მუტანტი კუნინძები

კუ ნინძების ფრენჩაიზის 2014 წლის რებუთი მომგებიანი აღმოჩნდა. შემქმნელებმა მაშინვე დაიწყეს სიქველზე ფიქრი და გადაიღეს კიდეც: კუ ნინძები 2. მაგრამ გაგრძელება ჩავარდა, რამაც სერიის პროდიუსერებს მესამე ნაწილის გამოშვება გადააფიქრებინა. ფოქსს თავის კარიერაში უკვე მეორედ მოუწია ბლოკბასტერთან დროზე ადრე გამომშვიდობება.

“ტაიპკასტინგის” მსხვერპლი

მეგან ფოქსის, როგორც მსახიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა “ტაიპკასტინგია”, ანუ მას რეჟისორები მუდამ ერთი ტიპის როლებზე მოიაზრებენ. ამის მიზეზი, რასაკვირველია, მეგანის დიდებული გარეგნობა და მშვენიერი სახეა – ამან მსახიობის კარიერაზე არამხოლოდ დადებითად, უარყოფითადაც იმოქმედა. მეგანისთვის იშვიათად, თითქმის არ მიუციათ შანსი, თავისი სამსახიობო ნიჭი ბოლომდე გამოევლინა, რადგან მისი როლები უმეტესად “ლამაზი ქალის” სტერეოტიპულ სახეს არ სცდება. შედარებით დაბალბიუჯეტიან პროექტებშიც (მაგ. ედ ბერნსის მელოდრამაში შვილიანი მეგობრები), მეგანი კვლავ სტანდარტულ ამპლუაში გვევლინება, რამაც, რასაკვირველია, მისი, როგორც მრავალფეროვანი მსახიობის იმიჯი შეიწირა.

მისი ხსნა შესაძლოა კომედიაში იყოს

ფოქსმა ბოლო ხანებში “ახალ ფლანგზე” გადაინაცვლა და წარმატებითაც: კომედიურ პროექტებში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლებით მსახიობი თითქოს ცდილობს, თავის გლამურულ, “ქალღმერთის” იმიჯს გაექცეს. საინტერესო აღმოჩნდა მისი კომედიური როლები ფილმებში მოწიფული სიყვარული და დიქტატორი, ასევე შეუერთდა პოპულარული ტელეშოუს ახალი გოგოს მუდმივ სამსახიობო გუნდს (2016 წელს, მას შემდეგ რაც ზოი დეშანელმა შვილის გაჩენის გამო პროექტი დატოვა). კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფოქსმა Fox-ის ამ პოპულარულ სერიალს ახალი სიცოცხლე შთაბერა. გარდა ამისა, მსახიობის მორიგ კომედიურ როლს ველით ჯეიმს ფრანკოს მიმდინარე პროექტში Zeroville რაც იმედს გვიტოვებს, რომ მშვენიერი მსახიობი ბოლოს და ბოლოს იპოვის ისეთ ნიშას, რომელშიც მისი ვარსკვლავი ახალი ძალით და ახლებურად აკაშკაშდება.

 

Foxახალი გოგოდიქტატორივარსკვლავიკუ ნინძებიმაიკლ ბეიმეგან ფოქსიმოწიფული სიყვარულიმსახიობიტრანსფორმერებიტრანსფორმერები 2წარმატებული მსახიობიჯენიფერის სხეულიჰოლივუდი
Previous Post

ფოტოები: ჩაგათაი ულუსოიმ ქართველი მცირეწლოვანი პაციენტები მოინახულა

Next Post

20 დაუვიწყარი ფრაზა "ვარსკვლავური ომებიდან"

Next Post
20 დაუვიწყარი ფრაზა “ვარსკვლავური ომებიდან”

20 დაუვიწყარი ფრაზა "ვარსკვლავური ომებიდან"

Please login to join discussion

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020