სამართლიანობის ლიგისა და ჯადოსნური ცხოველების სერიის ვარსკვლავი ეზრა მილერი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ექსტრავაგანტურობით, ბოლო დროს საზოგადოებას უცნაური, ახირებული ჩაცმულობით აოცებს. გრინდელვალდის დანაშაულების ყველა პრემიერაზე 26 წლის მსახიობის გარეგნობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მისი ფოტოსესია ჟურნალ ფლეიბოისთვის, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობი ქალის სამოსშია გამოწყობილი.
გთავაზობთ ეზრა მილერის 10 ყველაზე უცნაურ “ლუქს”, რომლებითაც საზოგადოების წინაშე გამოჩნდა.
1. 2011 წელს, ფილმის, კევინზე უნდა ვილაპარაკოთ წარდგენაზე ეზრა ილუზიონისტის ფორმაში გამოწყობილი გამოჩნდა.

2. იმავე 2011 წელს ტორონტოს კინოფესტივალზე ეზრა ბუმბულით მორთული კამზოლით, წითელი ხელთათმანებითა და ლგბტ თემის მხარდამჭერი გულსაბნევით გამოცხადდა.

3. MTV Movie Awards-ზე მსახიობი საჰაერო ბუშტით მივიდა, რომელზეც ეწერა: “არავის უყვარხარ”.

4. 2016 წელს, ჯადოსნური ცხოველების პირველი ფილმის პრემიერაზე მილერის გარეგნობა ობსკურზე მეტად (სწორედ ამ ტიპის ჯადოქარს განასახიერებს მსახიობი) ვამპირისას ჰგავდა.

5. კვლავ 2016 წელი. სან-დიეგოს Сomic-Сon-ზე მსახიობი გენდალფის ფორმაში ჩაცმული გამოცხადდა, რომელსაც რატომღაც ფლეშის კეპი შეუხამა.

6. ერთი წლის შემდეგ, სამართლიანობის ლიგის ლონდონურ პრემიერაზე ეზრა უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდა, თუმცა ფლეშის კეპი კვლავ ამშვენებდა.

7. 2017 წლის Сomic-Сon-ზე მილერი ალქიმიკოსების საძმოს მთავარი პერსონაჟის გარეგნობით გამოჩნდა.

8. ეზრასთვის წელს განსაკუთრებული შემოქმედებითი წელია და ეს მის გარეგნობასაც ეტყობა. Comic-Con-ზე ის მარიოს სოკო-ადამიანის ფორმით გამოჩნდა.

9. გრინდელვალდის დანაშაულების პარიზულ პრემიერაზე კი ფურორი მოახდინა ეზრას შოკისმომგვრელმა ლუქმა – ის წითელ ხალიჩაზე მალეფისენტის “საზამთრო ვარიანტით” – შავი დუტის უზარმაზარ, საბანივით მოსაცმელში გამოწყობილი და მუქი პომადით გამოცხადდა.

10. ამავე ფილმის პრემიერაზე ლონდონში ეზრა ჰარი პოტერის ბუს, ჰედვიგის ფორმაში გახლდათ გამოწყობილი (ხელებზე კი მომაკვდინებელი შელოცვა, ავადა კედავრა ეწერა).
