სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

კევინ მაკალისტერის 10 ხაფანგი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში სხვაგვარი ეფექტი ექნებოდა

Cinemania ავტორი Cinemania
22 ივლისი, 2019
რუბრიკა იცოდით?
0
კევინ მაკალისტერის 10 ხაფანგი, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში სხვაგვარი ეფექტი ექნებოდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მარტო სახლში უმეტესობას რამდენჯერმე გვინახავს და გვიყვარს, მეტიც, მის გარეშე ჩვენი შობა ახალი-წელი წარმოუდგენელია. ამ სახალისო ისტორიაში მარტო დარჩენილი კევინ მაკალისტერი მის სახლში შეპარვის მოსურნე მძარცველებს ეშმაკურ ხაფანგებს უწყობს და ცხოვრებას უმწარებს. მაგრამ იმუშავებდა რეალურ ცხოვრებაში ეს მახეები? და ყველაზე მთავარი – იყო კი ისინი სიცოცხლისთვის უსაფრთხო?

დღეს გადავწყვიტეთ, განვიხილოთ, თუ როგორ იმოქმედებდა კევინ მაკალისტერის მიერ დაგებული ხაფანგები რეალურ ცხოვრებაში.

1. წებოვანი ლენტი

ერთმა ბრიტანელმა ვიდეობლოგერმა ამ სცენის გამეორება განიზრახა და აღმოაჩინა, რომ რეალობაში ყველაფერი ასე მარტივად სულაც არ განვითარდებოდა. იმისათვის, რომ ბუმბული ადამიანს სახეზე და ტანსაცმელზე თანაბრად შეეყაროს, საჭიროა არა უბრალოდ თავით გაფხრიწო წებოვანი ლენტი, არამედ წებოთი მთლიანად გქონდეს სახე და ტანი დაფარული. ასევე გაუგებარია, რანაირად მიეკრო ჰარის ბუმბულები ტანსაცმელზე, როცა წებოვანი ლენტი მხოლოდ სახეზე მოედო.

2. ვენტილატორი და ბუმბულები

ამ სცენაში მაკალეი კალკინის გმირი ბუმბულების ქარბუქის დასაყენებლად ვენტილატორს იშველიებს. რეალურად მისი სიმძლავრე ასეთი ქარიშხლის დასატრიალებლად საკმარისი არ იქნებოდა. ჩვენს ნაცნობ ვიდეობლოგერს ანალოგიური ტრიუკის შესასრულებლად. უზარმაზარი, ბაღის მტვერსასრუტის გამოყენება დასჭირდა. მოკლედ, ფილმში ნაჩვენები ეფექტის მისაღწევად ვენტილატორი არ გამოდგებოდა.

3. გაზის სანთურა

ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ხაფანგი კევინმა ქურდებს სამზარეულოში დაახვედრა – გაზის სანთურა, რომელიც თოკმობმული კარის გაღებისთანავე ინთებოდა. ჰარის ქუდს ცეცხლი მოეკიდა და დაახლოებით შვიდი წამის განმავლობაში ქურდს ქუდი ეწვოდა, სანამ მან თავი თოვლში არ ჩაყო. რეალობაში როგორც ექიმები ირწმუნებიან, ერთი წამიც საკმარისი იქნებოდა მე-3 ხარისხის დამწვრობის მისაღებად, ამდენხანს თავზე ცეცხლმოკიდებული ყოფნა კი აუცილებლად საჭიროებს ჰოსპიტალში გადაყვანას. ერთ-ერთმა ამერიკელმა მოხალისემ მსგავს ექსპერიმენტში საბედნიეროდ მანეკენი გამოიყენა, რომელმაც გაცილებით მეტი დამწვრობა მიიღო, ვიდრე ფილმის გმირმა.

4. გახურებული სახელური

ფილმში კევინი ბარბექიუს შესაწვავ მოწყობილობას იყენებს კარის სახელურის გასახურებლად, რათა თავდამსხმელებს კარის გაღება გაურთულოს. რეალურ ცხოვრებაში მოახლისემ ანალოგიური მოწყობილობა გამოიყენა და აღმოაჩინა, რომ ეს ტრიუკი ფილმივით ეფექტური ვერაა. ექსპერიმენტის დაწყებიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ სახელურის შიდა მხარე 480 °С-მდე გახურდა, მაგრამ გარე სახელურის ტემპერატურა მხოლოდ 18 °С-მდე აღწევდა. ამ პროცესის დასაჩქარებლად გაზის სანთურა გამოიყენეს, რომელმაც შიდა სახელური 760 °С-მდე გააცხელა, თუმცა გარე სახელური 46 °С-ს ვერ ასცდა. მოკლედ, ისეთი ტემპერატურის მიღწევა, ბოროტმოქმედს ხელს რომ დაუდაღავს, მცირე დროში შესაძლებელი არაა.

5. საღებავიანი ქილები

მორიგი ცნობილი სცენა, რომელიც ყველას ძალიან გონებამახვილურად გვეჩვენება, რეალურ ცხოვრებაში ლეტალური შედეგით დასრულდებოდა. ამ სცენაზე დაკვირვებით ექსპერიმენტატორებმა გამოთვალეს, რომ საღებავიანი ქილა აღნიშნული სიმაღლიდან  32 კმ/სთ სიჩქარით ეშვება. ამ შემთხვევაში დარტყმის ძალა ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონის მუშტზე ორჯერ ძლიერი იქნებოდა, რაც მძარცველებს უკეთეს შემთხვევაში ნოკაუტში ჩააგდებდა, უარეს შემთხვევაში კი – კომაში.

6. სახეში მოხვედრილი უთო

საბრალო მარვისკენ გაფრენილი უთო, გარდა იმისა, რომ ძალიან ზუსტია (პირდაპირ სახეში ხვდება მას), გავარვარებულიც არის (მას სახეზე დამწვრობის წითელი კვალი რჩება). მაგრამ დაკვირვებული მაყურებელი ხვდება, რომ ეს, სულ მცირე, უცნაურია – უთო ხომ მანამდე არავის ჩაურთავს! გარდა ამისა, რეალურ ცხოვრებაში გამორთული უთოს სახეში მოხვედრა სერიოზულად დააზიანებდა სახის ძვლებსა და ხერხემალს. ექიმებს თუ დავუჯერებთ, ასეთი ძლიერი ტრავმის შემდეგ მარვი ფეხზე კარგახანს ვერ ადგებოდა.

7. მოხუცი ნიჩბით

გახსოვთ მომენტი, როცა მძარცველები კევინს მიიმწყვდევენ, მას კი მხსნელად იდუმალი მოხუცი ევლინება? უცნაურად არ გეჩვენებათ ის ფაქტი, რომ თავდამსხმელები კევინის მიერ დაგებულ ამდენ სახიფათო ხაფანგს გადაურჩნენ, მოხუცი კაცის ნიჩბის ერთმა დარტყმამ კი იატაკზე უგონოდ დასცათ? ასევე უცნაურია, რანაირად შემოაღწია სახლში მოხუცმა ისე, რომ არცერთ მახეში არ გაება. ასეა თუ ისე, ნიჩბის ჩარტყმა, ექიმების აზრით, ჰარისა და მარვისთვის ნამდვილად გაუსაძლისი იქნებოდა, შედეგად კი საკმაოდ დაუზიანდებოდათ ხერხემალი.

8. ხელსაწყოების კარადა და კიბე

რეალურ ცხოვრებაში კიბეზე დაგორებულ, ინსტრუმენტებით სავსე კარადის რახარუხს შორიდანვე გაიგონებდით და, სხვა თუ არაფერი, დაკეტილ კარს მიღმა დარჩებოდით. მაგრამ ჩვენი ფილმის უარყოფითი გმირები თვითგადარჩენის ინსტინქტს არ ცნობენ და ბუნების კანონებზე მაღლაც დგანან. რეალურად, ამსიმძიმე კარადის გამოგორებით დაჯახებას ცოცხალი ვერავინ გადაურჩებოდა.

9. ცეცხლოვანი თოკი

ამ დასამახსოვრებელ მომენტში ქურდები სახურავიდან ჩამოშვებულ თოკს დაუყვებიან და როცა მეორე სართულს ჩამოსცდებიან, კევინი თოკს (რომელიც მანამდე ნავთითაა გაჟღენთილი) ცეცხლს უკიდებს. გასაოცარი აქ ისაა, რანაირად მოახერხეს მარვიმ და ჰარიმ, ამხელა მანძილზე ჩამოცოცებულიყვნენ სველ და შესაბამისად, სრიალა თოკზე?

10. დენის დარტყმა ონკანიდან

როცა მარვი გადაწყვეტს, მორიგი ხაფანგის ჭუჭყი ჩამოირეცხოს, ონკანს მოუშვებს, იქიდან კი წყლის ნაცვლად ცვლადი ელექტროდენი “წამოვა”. კევინი წნევას უმატებს, სანამ საბრალო მარვის დარტყმა ნიჟარიდან მოშორებით არ გასტყორცნის. რეალობაში, სუსტ დენთან შეხებისთანავე მარვის ხელები ელექტროშოკის ეფექტის მსგავსად ინსტინქტურად გაიწეოდა ნიჟარისგან შორს. ნაპერწკლები კი, რომლებიც გმირს შემდეგ სცვივა, მოცემულ სიტუაციაში არადამაჯერებელია. გარდა ამისა, ექიმები ირწმუნებიან, რომ გმირს შოკი კარგა ხანს გაჰყვებოდა კონვულსიისა და არითმიის სახით.

ბონუსი: ჩიტები ერთია, ბუმბულები მეორე

ფილმში მარტო სახლში 2 ჩიტების მოყვარული უსახლკარო ქალი ჰარის და მარვის ორცხობილას შეაყრის, შემდეგ კი მტრედებს მიუსევს. როცა პოლიციელებს დაკავებული თავდამსხმელები მიჰყავთ, ვხედავთ, რომ მათ სახე და ტანი თეთრი ბუმბულებით აქვთ დაფარული. თუმცა ვინმეს შეუნიშნავს ის, რომ რუხ მტრედებს თეთრი ბუმბული არ აქვთ?

კევინ მაკალისტერიმარტო სახლშიმარტო სახლში 2რეალობაფილმიხაფანგებიჰარი და მარვი
Previous Post

25 სასაცილო ფრაზა ფილმიდან "ჩაჭრილები"

Next Post

ივა ფეზუაშვილის #კინოდღიურები

Next Post
ივა ფეზუაშვილის #კინოდღიურები

ივა ფეზუაშვილის #კინოდღიურები

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020