სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 შთამბეჭდავი კინოსცენა, რომლებშიც კომპიუტერული გრაფიკა არ გამოუყენებიათ

Cinemania ავტორი Cinemania
7 თებერვალი, 2019
რუბრიკა იცოდით?
0
10 შთამბეჭდავი კინოსცენა, რომლებშიც კომპიუტერული გრაფიკა არ გამოუყენებიათ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თანამედროვე კინო წარმოუდგენელია სპეცეფექტების გარეშე: დევნა, სისხლისღვრა, კოსმოსში ფრენა და რასაკვირველია, გრანდიოზული აფეთქებები. კომპიუტერული გრაფიკა ანუ CGI ამ ყველაფერს კასკადიორების, სტატისტებისა და დეკორაციების გარეშე ასხამს ხორცს, სწორედ ამიტომ, თანამედროვე ტექნოლოგიები კინოსთვის შეუცვლელია. თუმცა ზოგიერთი რეჟისორი ციფრული სპეცეფექტების გამოყენებაზე უარს ამბობს და სანახაობრივ სცენებს კვლავ იღებს თავზეხელაღებული მსახიობების, მფრინავი სატვირთოებისა და სტუდიაში მოწყობილი წყალდიდობების დახმარებით.

გადავწყვიტეთ, სწორედ ასეთი, არაკომპიუტერული ხერხებით გადაღებული ლეგენდარული სცენები წარმოგიდგინოთ. დაათვალიერეთ და დარწმუნდით – კომპიუტერული გრაფიკის გარეშეც შეიძლება საოცრად ეფექტური სცენების გადაღება.

1. მერი პოპინსი ბრუნდება – აბაზანის სცენა

მერი პოპინსის აბაზანაში გაუჩინარების სცენა იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ ძალაუნებურად იფიქრებ, რომ საქმეში კომპიუტერული ჯადოქრობაა ჩართული. მაგრამ სინამდვილეში მსახიობი საგანგებოდ მოწყობილი სასრიალოს დახმარებით უჩინარდება, რომელიც აბაზანის იატაკიდან ქვემოთ ეშვება. გარდა ამისა, ამ ფილმის ყოველი მულტიპლიკაციური სცენა ხელით იყო დახატული.

2. მარტო სახლში – ცეცხლმოკიდებული ქუდი

არა, ამ სცენისთვის მსახიობს თავის გაწირვა სულაც არ დასჭირდა – აალებული ქუდის ეფექტის მისაღწევად გადამღებებმა ილუზიონისტებისთვის კარგად ნაცნობი ტექნიკა, სახელად “პეპერის მოჩვენება” გამოიყენეს. ეს ხერხი ჯერ კიდევ 1862 წელს გამოიგონეს და მას თეატრალურ დადგმებსა თუ ფოკუსებში წარმატებით იყენებდნენ. როგორ მუშაობს ის: ოთახში მაყურებელთან 45°-იანი კუთხით დამონტაჟებულია მინა, მის მიღმა კი – ფარული სივრცეა. სინათლის მინათებისას ორივე სივცეში არეკლილი ობიექტების გამოსახულებები ერთმანეთს “ემთხვევა” და გამჭვირვალე მინის წყალობით მის მიღმა მიმდინარე მოვლენები თითქოს აქეთ ხდება. ამ ფილმში მინის მიღმა ქუდზე ცეცხლწაკიდებული მანეკენი იდგა.

3. შეშლილი მაქსი – ცეცხლისმრფქვეველი გიტარა

თითქოს ის არ იყო საკმარისი, რომ გიტარა მართლა აფრქვევდა ცეცხლის ალს, მასზე ნამდვილად უკრავდნენ კიდეც! გიტარისტი 4-6 კვირის განმავლობაში ხვეწდა და ამუშავებდა სპეციალურად ფილმისთვის დამზადებულ ამ ცეცხლოვან ინსტრუმენტზე დასაკრავ ნომერს. თანაც, ეს ყველაფერი – მაქსიმალური სისწრაფით, ბაგირებზე ჩამოკიდებულს და თვალებახვეულს უნდა შეესრულებინა.

4. მატრიცა – სროლის სცენა

ამ სცენას 10 დღის განმავლობაში იღებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური სპეცეფექტებისა და არავითარი CGI-ს გამოყენებით. სხვათა შორის, კერი-ენ მოსმა კედელზე “გარბენის” საკუთარი ტრიუკი ერთი დუბლით შეასრულა. და ამას მისგან ელოდნენ კიდეც – დუბლის ჩაშლის შემთხვევაში მთლიანი სცენის თავიდან აწყობას და დადგმას 6-8 საათი დასჭირდებოდა.

5. კაზინო “როიალი” – ამოყირავებული მანქანა

ავარიის ამ შთამბეჭდავი სცენის გადასაღებად გაქანებული 113 კმ/სთ-ით მიმავალი ავტომობილის 7-ჯერ ამოტრიალება გახდა საჭირო. ასე დამყარდა ფილმის გადაღებისას ახალი მსოფლიო რეკორდი, რომელიც 2006 წლის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

6. თორი: ბნელი სამყარო – სატვირთოს სცენა

ძნელი დასაჯერებელია, რომ უზარმაზარი სატვირთო ჰაერში კომპიუტერული ტექნოლოგიის გარეშე აწიეს. კინემატოგრაფისტებმა ცემენტის ცისტერნა უზარმაზარ ჰიდრავლიკურ დანადგარზე მიამაგრეს. მოწყობილობა პროგრამულად იმართებოდა, რომელსაც სურვილისამებრ შეუცვლიდი სიჩქარესა და მოძრაობის მიმართულებას. ამგვარად, სატვირთოს აწევ-დაწევა, აყირავება და ყველა მიმართულებით დატრიალება შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის 14 ტონას იწონიდა.

7. აპოლო 13 – უწონადობა

ფილმის რეჟისორი რონ ჰოვარდი ცდილობდა, ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით გადაეღო და ამიტომ გადაწყვიტა, NASA-ს აღჭურვილობა, ასტრონავტების მოსამზადებელი ტექნიკა თუ სივრცე გამოეყენებინა. მსახიობებს ასტრონავტების მსგავსად ნამდვილ უწონადობაში უწევდათ მუშაობა – პარაბოლას ტრაექტორიით მფრინავ საგანგებო თვითმფრინავ-ლაბორატორიაში. ასე რომ, არავითარი ბაგირები და სპეცეფექტები.

8. შეუძლებელი – ცუნამის სცენა

ამ გამანადგურებელი სცენის გადაღებისას ფილმის შემქმნელებმა კურორტის მოდელი გამოიყენეს – მასშტაბით 1:3. ბუნგალო, პალმები, აუზი და შეზლონგები – გადამღებ ჯგუფს არაფერი დავიწყებია. სამწუხაროდ, ხელოვნების ეს ნიმუში უზარმაზარი ტალღით გაანადგურეს. ამ ზომის მოდელი და წყლის შთამბეჭდავი ნაკადი მართლაც დამაჯერებელ ეფექტს ქმნის.

9. შადრევანი – ვიზუალური ეფექტები

ფილმის რეჟისორ დარენ არანოვსკის დიდი სურვილი ჰქონდა, კომპიუტერული სპეცეფექტები მინიმალურ დონემდე შეემცირებინა. ამიტომ ამ ფანტასტიკური ვიზუალური სანახაობისთვის მან მასშტაბური ქიმიური ექსპერიმენტები მოაწყო, რეაქციები კი კამერაზე აღბეჭდა. რეჟისორთან ერთად კამერით შეიარაღებული მაკროფოტოგრაფი და ბიოლოგი მუშაობდნენ, მასალად კი ღრმა წყლის მიკროორგანიზმებს, საბავშვო ზეთს, საფუარსა და ინდურ სანელებელს, ქარის იყენებდნენ. ასეთი უნიკალური ხერხით რეჟისორმა ფილმში არამარტო გასაოცარი ვიზუალური ეფექტები შექმნა CGI-ის გამოყენების გარეშე, არამედ შესამჩნევად შეამცირა წარმოების ხარჯები.

10. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება – რეის პური

რეის პურმა, რომელიც რამდენიმე წამში თავისით ცხვება, ფანების არანაკლები ყურადღება მიიპყრო, ვიდრე კოსმოსური ბრძოლების სცენებმა. ამ ეფექტის მისაღებად მართლაც ბევრი იმუშავეს და სამთვიანი ცდების შედეგად საგანგებო – გასაბერი პური დაამზადეს. ჯერ კიდევ “დაჩუტული” ცომი ჯამის ძირზე დასხმულ სითხეში ჩადეს, შემდეგ კი ქვემოდან ნელ-ნელა გაბერეს, პარალელურად კი თეფშის ძირიდან სითხე გაიწოვეს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს პური იჭმეოდა კიდეც და არცთუ უგემური გახლდათ.

CGIავარიააპოლო 13ვარსკვლავური ომებითანამედროვე კინოთორი: ბნელი სამყაროიცოდით?კაზინო როიალიკინოსცენებიმარტო სახლშიმატრიცამერი პოპინსი ბრუნდებასპეცეფექტებიუწონადობაშადრევანიშეუძლებელიშეშლილი მაქსიცეცხლმოკიდებული გიტარაციფრული ტექნოლოგიები
Previous Post

რემი მალეკი ბრაიენ სინგერთან მუშაობაზე: "საერთოდ არ იყო სასიამოვნო“

Next Post

ტაიკა ვაიტიტი Marvel-ის კინოსამყაროში დაბრუნებას გეგმავს

Next Post
ტაიკა ვაიტიტი Marvel-ის კინოსამყაროში დაბრუნებას გეგმავს

ტაიკა ვაიტიტი Marvel-ის კინოსამყაროში დაბრუნებას გეგმავს

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020