გასულ კვირას ტელეარხმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და სიუჟეტი მოამზადა მორგან ფრიმანზე, სადაც 8 ქალი მას არასასურველ სექსუალურ ქცევაში ადანაშაულებდა.
მსახიობმა მალევე ბოდიში მოიხადა, თუმცა დღეს, CNN-ს თავად სთხოვს ბოდიშის მოხდას და საიტიდან სტატიის აღებას.
გამოძიების ერთ-ერთი ავტორი, ჟურნალისტი ქლოი მელასი ფრიმანის მხრიდან გახდა ასევე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ვადაგასული ბანდიტების პრესკონფერენციის დროს. ფრიმანის ადვოკატის თქმით, სტატია მცდარ ფაქტებს შეიცავს. გარდა ამისა, მისი თქმით, კანონდარღვევაა როდესაც ერთ-ერთი დაზარალებული, თავადაა სტატიის ავტორიც.
მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფს.