სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

15 აუტანელი კინოგმირი, რომლებიც მაყურებლის სიმპათიის მოპოვებას მაინც ახერხებენ

Cinemania ავტორი Cinemania
1 მარტი, 2019
რუბრიკა საინტერესო
0
15 აუტანელი კინოგმირი, რომლებიც მაყურებლის სიმპათიის მოპოვებას მაინც ახერხებენ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყველას გვიყვარს კინოგმირები, განსაკუთრებით – დადებითი გმირები. მაგრამ ბევრი კვლევა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ცალსახად დადებით გმირებზე მეტ თანაგრძნობას ვილანები და კიდევ უფრო მეტად – “ნაცრისფერი” პერსონაჟები იმსახურებენ. ეს გასაკვირი არაა: ჩვენ ხომ ყოველ პერსონაჟში რაღაც საკუთარს ვეძებთ და შესაბამისად, არაიდეალურ პერსონაჟებში მეტ ადამიანურს ვპოულობთ.

ამ სტატიაში ისეთ კინოგმირებს გავიხსენებთ, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არამდგრადი, სხვადასხვაგვარი ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე, გაუწონასწორებელი, ხშირად კი სრულიად აუტანელი ტიპები არიან, მაგრამ გარკვეული თვისებების გამო მაინც ახერხებენ მაყურებლის სიმპათიის მოპოვებას. ერთად გავიგოთ, კერძოდ, რა გვიყვარს და გვეახლობლება მათში.

1. დოქტორი ჰანიბალ ლექტერი (კრავთა დუმილი)

რასაკვირველია, კანიბალსა და მოძალადე ფსიქოპათთან თავს არავინ აიგივებს – დოქტორი ჰანიბალ ლექტერი კლასიკური ანტიგმირია, მეტიც, შიშისმომგვრელი მანიაკი; მაგრამ კარგად დაკვირვებისას მასაც გააჩნია თავისი ღირსებები. ის მიზანმიმართულია, გულდასმით მონაწილეობს ბაფალო ბილის ძებნაში და გარდა ამისა, შესანიშნავად იცნობს ადამიანის ბუნებას. მისი ეს თვისებები ნამდვილად შესაშურია.

2. ტონი მონტანა (ნაიარევი სახე)

ტონი მონტანა უკომპრომისო ნარკოდილერი და ცივსისხლიანი მაფიოზია, მას თვალის დაუხამხამებლად შეუძლია ჩამოიშოროს ნებისმიერი, ვინც გზაზე გადაეღობება. მაგრამ ნაიარევი სახის ამ ლეგენდარულ პერსონაჟში მხოლოდ ამას არავინ ამჩნევს – ტონი ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული პერსონაჟია, საქმისადმი გულმოდგინებითა და საოცარი ღირსებით გამორჩეული; მიუხედავად ყველაფრისა, ის მომხიბვლელია.

3. ჯულს ვინფილდი (მაკულატურა)

კვენტინ ტარანტინო საუკეთესო ანტიგმირების შემქმნელი რომაა, უდავო ფაქტია. ჯულს ვინფილდიც ერთ-ერთი მათგანია. ბიბლიის ციტატებით მოსაუბრე ვინფილდი შეიძლება მკვლელია, რომელსაც ჰუმანიზმი ფაქტობრივად არ გააჩნია და დაუნანებლად კლავს ნებისმიერს, ვინც გადაუდგება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იგი არ გვიყვარს.

შეიძლება ეს სემუელ ელ ჯექსონის შარმის დამსახურებაა, თუმცა ნუ გამოვრიცხავთ პერსონაჟის ფილოსოფიურ დისკუსიებსა და ხანგრძლივ დებატებს, რომლებიც კომიკური ჩანართებითაა შემსუბუქებული. ამ ყველაფერს ვინფილდი ისე მომხიბლავად ითავსებს ამ ყველაფერს, რომ მისი ხიბლისგან თავს ვერავინ დაიცავს.

4. ალექსი (მექანიკური ფორთოხალი)

მექანიკური ფორთოხალი, ელექტროშოკის ზემოქმედების ცდისპირის, საშინელი მოძალადე ალექსის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც აუპატიურებს ქალებს, სცემს მოხუცებს და თავისნაირი არანორმალურების ბანდასთან ერთად სხვადასხვა სისასტიკეს სჩადის. მოკლედ, ამაზრზენი პერსონაჟია.

თავიდან ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ალექსის ცხოვრება ტრაგიკულია, ის თავად მსხვერპლია და მიუხედავად იმისა, რომ ცივსისხლიანი უნდა იყოს, თავის ჩადენილ ქმედებებს ძალიან განიცდის. ალექსი განსაკუთრებით საშინლად გრძნობს თავს მაშინ, როდესაც მას  რეაბილიტაციის ცენტრში საკუთარი ყოფილი მსხვერპლები მკურნალობენ. მაყურებელს იგი გულით ეცოდება.

5. სკარლეტ ო’ჰარა (ქარწაღებულნი)

ოჰ, სკარლეტ ო’ჰარა! კინოისტორიის ერთ-ერთი ყველაზე თვალისმომჭრელი, ქარიზმატული და ლეგენდარული პერსონაჟი, მდიდარი მემამულის შვილი, განებივრებული გოგონაა. ის იღებს ყველაფერს, რაც უნდა, სანამ საყვარელი მამაკაცი სხვას არ შეირთავს ცოლად და სანამ ამერიკაში სამოქალაქო ომი არ დაიწყება.

თავდაპირველად სკარლეტის თავნებობა ყველას გვაღიზიანებს, თუმცა ვერავინ უარყოფს მის სულიერ სიძლიერეს და სიმტკიცეს, რომლითაც სკარლეტი იმ სიძნელეებს უმკლავდება, რომლებსაც მას უკუღმა დატრიალებული ბედი დაატეხს თავს. ვივიენ ლის მიერ განსახიერებული უკვდავი პერსონაჟი ადამიანის პიროვნული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

6. ჯოკერი (ბნელი რაინდი)

ბეტმენის ფრენჩაიზის ქარიზმატული ვილანი, გროტესკული ღიმილის მქონე ჯოკერი პროტაგონისტის მთავარი მოწინააღმდეგეა. ის აუღელვებლად ხოცავს ხალხს, სარკასტული და სადისტია; მაგრამ, ამავე დროს, ძნელია მას ბევრ რამეში არ დაეთანხმო. თუ მას ყურადღებით მოუსმენთ, მის სიგიჟეებს რაღაც ლოგიკური ახსნა და კანონზომიერება აქვს. რაც მთავარია, ის უაღრესად საინტერესო პერსონაჟია და ხშირად მართალიც.

7. ტრევის ბიკლი (ტაქსის მძღოლი)

ტრევის ბიკლი ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექსური კინოპერსონაჟია, რომელიც მუდამ ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს გვიჩენს. შეიძლება მას არასწორი მეთოდები აქვს, მაგრამ ნამდვილად სიკეთე სურს. როგორ შეიძლება არ გვიყვარდეს პერსონაჟი, რომლის დევიზიცაა: “ჯანდაბა… მე უბრალოდ მზის გამონათებას ველოდები”.

8. ლისბეთ სალანდერი (გოგონა დრაკონის ტატუთი)

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლიტერატურული გმირი ქალი (რომელიც კინოში შესანიშნავად გააცოცხლა რუნი მარამ) ლისბეთ სალანდერი გულჩათხრობილი, ჩაკეტილი და ასოციალური გოგონაა მძიმე წარსულით. მასზე და დედამისზე მამა ძალადობდა, გაუწონასწორებელი და აგრესიული ქცევების გამო ზრდასრულ ასაკშიც კი მეურვე ჰყავდა, რომელმაც თავად იძალადა ლისბეთზე.

მაგრამ ყველა ფარული სიამოვნებით ვადევნებთ თვალს ლისბეთის შურისძიებას, რომელსაც ის ქალთმოძულე კაცებზე ახორციელებს. ის გენიოსი ჰაკერია და მიქაელ ბლუმკვისტს საშინელი დანაშაულების გახსნაში ეხმარება. ამრიგად, ჩვენ ლისბეთი ძალიან მოგვწონს, მიუხედავად იმისა, მოვწონვართ თუ არა მას.

9. ჯანგო

კვენტინ ტარანტინომ ჯანგოს სახით მაყურებელს მორიგი კომპლექსური გმირი აჩუქა. ჯეიმი ფოქსის მიერ განსახიერებული ჯანგო, რომელიც მონობის მთელ სისასტიკეს ეჩეხება, იძულებულია, დაუნდობლობა თავადაც გამოიჩინოს. თავისი ცოლის გადასარჩენად რთულ გზაზე მიმავალი ჯანგო, მიუხედავად სისასტიკისა, მაყურებელს სამართლიან გმირად მიაჩნია.

10. კაპიტანი ჯეკ  ბეღურა (კარიბის ზღვის მეკობრეები)

ჯეკ ბეღურას “კარგი ბიჭი” ნამდვილად არ ეთქმის. მას არ გააჩნია მორალური პრინციპები და არც სიმამაცით დაიკვეხნის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე საშიშ თავგადასავლებში ეხვევა. მისი ნდობა არ შეიძლება და საერთოდ, ერთი ლოთი მასხარაა.

მაგრამ რანაირად შეიძლება ჯეკ ბეღურა არ გიყვარდეს? ის ხომ თვით პოზიტიურობაა. სასწაული იუმორი და თვითირონია ამ პერსონაჟს ძალიან რეალისტურს და მიმზიდველს ხდის.

11. პატრიკ ბეიტმენი (ამერიკელი ფსიქოპათი)

ამერიკელი ფსიქოპათი სოლიდური, წარმატებული მამაკაცის ნიღაბქვეშ დამალული მონსტრის ისტორიაა. პატრიკ ბეიტმენი დღისით პროფესიონალი ბიზნესმენი, უძვირფასეს სამოსში გამოწყობილი დენდი და დახვეწილი პიროვნებაა, ღამით კი სადისტ სერიულ მკვლელად გადაიქცევა, რომელიც ქუჩის მაწანწალებსა და დაბალი ფენის წარმომადგენლებს სიამოვნებით ხოცავს.

ბეიტმენი, რასაკვირველია, ამაზრზენია, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ის ერთგვარად სიმპათური ტიპია. მას ხშირად აოგნებს თავის გარემომცველი სამყაროს და მისი მკვიდრების  სიყალბე და თვითტკბობა, სიცარიელე და უგრძნობელობა. ბეიტმენი ამ სამყაროში საკუთარი სიტყვის თქმას ცდილობს, მთელი გულით უნდა, ვინმეს უყვარდეს, გარშემო კი მხოლოდ ცივსისხლიანი ფულის ტომრები ახვევია. რაც მთავარია, მაყურებელი ფილმის დასაწყისიდან ბოლომდე დარწმუნებული არაა, სასტიკ მკვლელობებს ბეიტმენი მართლაც სჩადის თუ ეს ყველაფერი მისი მდიდარი წარმოსახვის ნაყოფია.

12. სევერუს სნეიპი (“ჰარი პოტერის” სერია)

ყველა პოტერჰედისთვის ნაცნობია ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები ჰარი პოტერის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და ტრაგიკული პიროვნების, სევერუს სნეიპის მიმართ. თავიდან ის ყველას ჰარის მტრად მიგვაჩნია და ჰარიც ასე ფიქრობს, რადგან სნეიპი მას გამუდმებით აკვირდება, მის მიმართ გესლიან შენიშვნებს არ იშურებს, უსამართლოდ ექცევა გაკვეთილებზე და რაც მთავარია, იგი ყოფილი სიკვდილის მხვრელია!

მაგრამ დროთა განმავლობაში საიდუმლოს ფარდა ეხდება და ჩვენი წარმოდგენები იმსხვრევა. იმასთან ერთად, რომ ვიგებთ, სინამდვილეში რა მჭიდრო ემოციური კავშირი აქვს სნეიპს ჰარისთან და მის ოჯახთან, ვაღიარებთ, რომ სნეიპი ჩადენილი გმირობების გარეშეც კი საოცრად გვესიმპათიურება – ის ნიჭიერი, მკაცრი, ზოგჯერ დაუნდობელი, მაგრამ ძალიან პატივსაცემი პერსონაჟია.

13. სუინი ტოდი (სუინი ტოდი: დალაქი-დემონი ფლიტ სტრიტიდან)

სუინი ტოდს იგივე ბენჯამინ ბარკერს, რომელიც ლონდონში დალაქად მუშაობდა და ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, ბოროტი მოსამართლის გადაწყვეტილებამ (ავსტრალიაში 15 წლით გადასახლებამ) ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. შურისძიებით აღსავსე სუნი ტოდი დაბრუნებისას სულ სხვა ადამიანია და გარშემო ყველა და ყველაფერი ეზიზღება. მიუხედავად მისი სისასტიკისა, სუინი ტოდის მაინც გვესმის. ის ქარიზმატული, უცნაური და საინტერესო ტიპაჟია.

14. The Dude (დიდი ლებოვსკი)

ვინ იქნება ფანი ისეთი ადამიანისა, რომელიც მთელ დღეს უსაქმურად ზის და უაზროდ ლაყბობს? მაგრამ როცა the Dude-ზე მიდგება საქმე, ყველაფერი პირიქითაა. დიდი ლებოვსკის ცხოვრების წესი გაუგებარია, სამაგიეროდ თავად დიდი ლებოვსკია შესანიშნავი!

15. მევის გერი (ახალგაზრდა სრულწლოვანი)

შარლიზ თერონის მიერ განსახიერებული გერი წარმოუდგენლად ეგოცენტრიკოსი ქალია, რომელსაც გარშემომყოფების მიმართ თანაგრძნობის ნატამალი არ გააჩნია. თუმცა მისი პიროვნება გაცილებით ბევრ რამეს იტევს. უცნაურია, მაგრამ ფილმის განმავლობაში გერი არ იცვლება, სამაგიეროდ იცვლება მაყურებლის დამოკიდებულება მის მიმართ.

ამერიკელი ფსიქოპატიახალგაზრდა სრულწლოვანიგოგონა დრაკონის ტატუთიდიდი ლებოვსკიკაპიტანი ჯეკ ბეღურაკრავთა დუმილილისბეთ სალანდერიმაკულატურამექანიკური ფორთოხალინაიარევი სახესევერუს სნეიპისკარლეტ ო'ჰარასუინი თოდიტონი მონტანაჯანგოჯოკერიჯულს ვინფილდიჰანიბალ ლექტერი
Previous Post

"სამეფო კარის თამაშები" 20 ახალ პოსტერს ავრცელებს

Next Post

"რივერდეილის" მსახიობი ლუკ პერი ინსულტით საავადმყოფოში გადაიყვანეს

Next Post
“რივერდეილის” მსახიობი ლუკ პერი ინსულტით საავადმყოფოში გადაიყვანეს

"რივერდეილის" მსახიობი ლუკ პერი ინსულტით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020