სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

როგორ მოვამზადოთ კოქტეილები ცნობილი კინოფილმებიდან

Cinemania ავტორი Cinemania
20 ივლისი, 2019
რუბრიკა იცოდით?, საინტერესო
0
როგორ მოვამზადოთ კოქტეილები ცნობილი კინოფილმებიდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დღეს ჩვენ ყველაზე დახვეწილ, ჰაეროვან და გემოვნებით შეზავებულ სასმელებს გაგახსენებთ ცნობილი კინოფილმებიდან. ყველაფერი ჰოლივუდის ოქროს ხანიდან დაიწყო, როცა მაყურებელმა დაუვიწყარი კასაბლანკადან ის კოქტეილიც დაიმახსოვრა, რომელსაც ბოგარტი-ბერგმანის წყვილი მიირთმევს. მას შემდეგ კინოში უამრავი საყვარელი კოქტეილი გამოჩნდა.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ კინოკოქტეილებს – იმ სასმელებს, რომელთაც ჩვენი საყვარელი პერსონაჟების ბაგეები ეხებიან და რომელთა გარეშეც ეს პერსონაჟები არ იქნებოდნენ ისეთი სრულყოფილები, როგორებიც არიან.

რჩევა: ამ კოქტეილებს თუ ფილმის შესაბამისად გამოწყობილი მიირთმევთ, ისინი უფრო გემრიელად მოგეჩვენებათ.

1. 7&7 ფილმიდან შაბათ საღამოს ციებ-ცხელება

ვინ სვამს: ტონი მანერო (ჯონ ტრავოლტა)

რეცეპტი: 37,5 მლ გაზავებული ვისკი ჩაუშვით ჭიქაში, ჩაყარეთ ყინული და დაუმატეთ 7UP (სხვა ბრენდის მსგავსი გამაგრილებელი გაზიანი სასმელიც შეიძლება).

მიირთვით: დისკოს თანხლებით, ის საცეკვაო ენერგიით აგავსებთ.

2. “შამპანურის ჭიქა” ფილმიდან სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტი”

ვინ სვამს: მ. გუსტავი (რეიფ ფაინსი)

რეცეპტი: შამპანურის ფუჟერში ერთმანეთში აურიეთ 25 მლ ბრენდი, 12.5 მლ ფორთოხლის ლიქიორი და 1 ჩ.კ. “მარაშინოს ალუბლის სიროფი” ყინულით. ამ ყველაფერს დაამატეთ შამპანური.

მიირთვით: რესპექტაბელური ქალბატონებით გარშემორტყმულმა.

3. “ფრენჩ 75” ფილმიდან კასაბლანკა

ვინ სვამს: რიკ ბლეინი (ჰამფრი ბოგარტი)

რეცეპტი: სპეციალურ ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ (შენჯღრევით) 37.5 მლ ჯინი, 12.5მლ ლიმონის წვენი და 6 მლ შაქრის სიროფი ყინულთან ერთად, შემდეგ კი ჩამოასხით შამპანურის ფუჟერში და დაუმატეთ შამპანური.

მიირთვით: “მარსელიოზას” თანხლებით.

4. მაი ტაი ფილმიდან ლურჯი ჰავაი

ვინ სვამს: ჩად გეიტსი (ელვის პრესლი)

რეცეპტი: სპეციალურ ჭურჭელში შეურიეთ 50 მლ რომი, 25 მლ ლაიმის წვენი, 12,5 კურაკაო, 12,5 მლ ნუშის რძის სიროფი და 6 მლ აგავას სიროფი. ჩამოასხით ყინულით სავსე სქელძირიან ვისკის ჭიქაში.

მიირთვით: ჭრელ პერანგში გამოწყობილმა გიტარაზე დაკრული, ჰავაიური მელოდიების თანხლებით

5. მწვანე Creme de Menthe-ს ფრაპე ფილმიდან სასაცილო გოგონა

ვინ სვამს: ფანი ბრაისი (ბარბრა სტრეიზანდი)

რეცეპტი: აავსეთ ფუჟერი მაგარი ყინულის ნატეხებით და ფრთხილად დაასხით 50 მლ creme de menthe (პიტნის ლიქიორი).

მიირთვით: მასთან ერთად, ვისაც არ შეაშფოთებს თქვენთან ერთად მწვანე ფერისა და კბილის პასტისსუნიანი სასმელის დალევა.

6. შამპანურის კოქტეილი ფილმიდან დიდი გეთსბი

ფილმში 20-იანი წლების უამრავი პოპულარული კოქტეილია წარმოდგენილი, მათ შორის, ჯინტონიკი, ჯინ რიკი, პიტნის ჯულეპი, მანჰეტენი, ჰაიბოლი… თუმცა ამჯერად ყველაზე საზეიმო სასმელზე – შამპანურზე შევჩერდებით, რადგან მას მთავარი გმირი – ჯეი გეთსბი – ყველაზე მთავარ მომენტში სვამს.

რეცეპტი: ჩამოასხით შამპანური, მოურიეთ, რომ ბუშტუკები ნაკლები ჰქონდეს, დაუმატეთ შაქრის კუბი და ცოტა ნაყენი, მორთეთ ლიმონის ნაჭრით.

მიირთვით: დიდ წვეულებებზე, ფონზე ფეიერვერკით

7. მანჰეტენი ფილმიდან ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან

ვინ სვამს: სულიკო (მერლინ მონრო)

რეცეპტი: 50 მლ ბურბონი (ან ქერის ვისკი), 25 მლ ტკბილი ვერმუტი და ორი წვეთი ანგოსტურას ნაყენი ყინულთან ერთად აურიეთ და ჩამოასხით მარტინის ჭიქაში.

მიირთვით: ალუბლით და მერლინის საყვარელი გაბუტული სახით

8. მარტინი არაყით ბონდიანადან

მარტინი არაყით ჯეიმს ბონდის საყვარელი სასმელია. “შეურიეთ, მაგრამ არ შეანჯღრიოთ” კი – მისი ერთ-ერთი საფირმო ფრაზა.

რეცეპტი: ერთმანეთში შეურიეთ (მაგრამ არ შეანჯღრიოთ!) 90 მლ “გორდონ ჯინი”, 30 მლ არაყი, 15 მლ “ლილე” (ან სხვა მშრალი ვერმუტი)

მიირთვით: ლიმონის ნაჭერთან და ჯეიმს ბონდის საუნდტრეკების თანხლებით

9. “მისისიპი პუნში” ფილმიდან საუზმე ტიფანისთან

ვინ სვამს: ჰოლი გოლაითლი (ოდრი ჰებპერნი)

რეცეპტი: ყინულთან ერთად ერთმანეთს კარგად შეურიეთ 50 მლ კონიაკი, 25 მლ ბურბონი, 12,5 მლ ლიმონის წვენი და 12,5 მლ შაქრის სიროფი. ამის შემდეგ ჩამოასხით მაღალ ჭიქაში. ზემოდან დაუმატეთ ყინულის ნამტვრევები და 25 მლ რომი.

მიირთვით: ფორთოხლის ნაჭერთან, ალუბალთან ერთად და უსახელო კატის და გულისსწორის კომპანიაში.

10. “სინგაპურ სლინგი” ფილმიდან ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში

ვინ სვამს: რაულ დუკი (ჯონი დეპი)

რეცეპტი: აურიეთ 37,5 მლ ჯინი, 12,5 მლ ალუბლის ბრენდი, 6 მლ კუეტრო, 6 მლ DOM ბენედიქტინი, 8 მლ გრენადინი, 75 მლ ანანასის წვენი, 25 მლ ლიმონის წვენი და წვეთი ანგოსტურას ნაყენი და ჩამოასხით ყინულით სავსე მაღალ, წელში გამოყვანილ ჭიქაში.

მიირთვით: ანანასის და აგავას თხელი ნაჭრით, ალუბლითა და ქაღალდის პაწია ქოლგით მორთული.

 

ბონუსი:

White Russian დიდი ლებოვსკიდან

სასმელი, რომელსაც the “Dude” ლებოვსკი მიირთმევს ძმებ კოენების ლეგენდარულ ფილმში, არყის, ყავის ლიქიორისა და ნაღების კომბინაციაა.  White Russian (თეთრი რუსი) ან სულაც”კავკასიელი”, როგორც მას დიდი ლებოვსკი უწოდებს, ფილმში ცხრაჯერ ჩნდება და დიდ ეკრანზებზე ფილმის გამოსვლის შემდეგ მისი პოპულარობა საოცრად გაიზარდა.

მიირთვით საუკეთესო მეგობრებთან (და ხუმრობებთან) ერთად, ნებისმიერ სიტუაციაში.

ალკოჰოლური სასმელიდიდი გეთსბიდიდი ლებოვსკიელვის პრესლიზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასშიკასაბლანკაკინოკოქტეილებიკინოფილმებიდანკოქტეილებიკოქტეილისასაცილო გოგონასასმელებისასტუმრო "გრანდ ბუდაპეშტი"საუზმე ტიფანისთანშაბათ საღამოს ციებ-ცხელებაჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიანჯეიმს ბონდიჯონ ტრავოლტა
Previous Post

GOT-ის მსახიობები მერვე სეზონისა და საკუთარი პერსონაჟების შესახებ

Next Post

ევა მენდესი: "ბედნიერი უნდა იყო იმით, რომ ქალი ხარ"

Next Post
ევა მენდესი

ევა მენდესი: "ბედნიერი უნდა იყო იმით, რომ ქალი ხარ"

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020