მზის სათვალე ზაფხულის განუყრელი აქსესუარია, რომელიც ხშირად ადამიანის სტილსაც განსაზღვრავს. რა გასაკვირია, რომ ის ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟების იმიჯის ჩამოყალიბებაშიც.
ამ სტატიაში სწორედ 10 ისეთ კინოგმირს გავიხსენებთ, რომელიც მზის სათვალის გარეშე უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია:
1. ნეო და მატრიცას სხვა პერსონაჟები
სწორედ ასეთი – აგრესიული და ძალიან მინიმალისტური წარმოედგინა მომავლის მოდა “მატრიცას” დიზაინერს, კიმ ბარეტს. სხვათა შორის, ის მარტო სულაც არ ყოფილა – ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ტყავის ქურთუკები და მსგავსი სათვალეები ფართო საზოგადოებამ მართლაც აიტაცა.
2. ჯორჯ იანგი – კოკაინი
ფილმის სიუჟეტი, პაბლო ესკობარის ამერიკელი კოლეგის ისტორიას მოგვითხრობს. სხვათა შორის, თუ ამ პიროვნების ფოტოებს ინტერნეტსივრცეში მოიძიებთ, აღმოაჩენთ, რომ ის მართლაც ატარებდა სათვალეს – შესაძლოა, ზუსტად ისეთს არა, როგორსაც ჯონი დეპი, თუმცა მსგავსს…
3. ტაქსის მძღოლი – ტრევის ბიკლი
რობერტ დე ნიროს საკულტო პერსონაჟი კლასიკური ფორმის სათვალეს ირგებდა, რომელიც, როგორც ამბობენ, ყველას უხდება.
4. ლეონი
დაქირავებული მკვლელი, რომელსაც ჟან რენო არაჩვეულებრივად განასახიერებს, თავის სევდიან თვალებს მრგვალჩარჩონიანი მზის სათვალის მიღმა მალავდა.
5. უოლტერ სობჩაკი – დიდი ლებოვსკი
ეს ჩამონათვალი ძმები კოენების გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია – მათი ნამუშევრებიდან კი, პირველ რიგში უოლტერ სობჩაკი გვახსენდება, რომლისთვისაც სათვალე ნამდვილად სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა!
6. აგენტი ჯეი – კაცები შავებში
დღესდღეობით მსგავსი სათვალე ცოტა ძველმოდურად გამოიყურება, თუმცა 90-იან წლებში ის “მაგარი ტიპებისათვის” დამახასიათებელი ერთ-ერთი აქსესუარი იყო.
7. ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში – ჰანტერ ტომპსონი
მზის სათვალე დიდი, ყვითელი მინებით, რა თქმა უნდა, ყველას არ მოუხდება – თუ, რა თქმა უნდა, ჯონი დეპი არ ხართ.
8. ავიატორი – ჰოვარდ ჰიუზი
უცნაურია, მაგრამ ამ ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟი “ავიატორის” ბრენდის სათვალეს სულაც არ ატარებდა.
9. საუკეთესო მსროლელი – ლეიტენანტი პიტ მიტჩელი
აი, ტომ კრუზმა კი “ავიატორის” მზის სათვალეები სიამოვნებით მოირგო და ძალიან მოიხდინა კიდეც.
10. ჯორდი ლა ფორჯი – ვარსკვლავური გზა
რა თქმა უნდა, ასეთი სათვალე ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად მოსახერხებელია,, თუმცა დღევანდელი მოდის პირობებში, ვფიქრობთ, მას პრაქტიკულ დანიშნულებაზე მეტად სტილის ხაზგასმის ფუნქცია ენიჭება – ამისთვის კი, კომანდერის სათვალე ერთ-ერთი იდეალური და ექსტრავაგანტული ვარიანტია!