მრავალ ფილმში გვხვდებიან პერსონაჟები, რომელთა სახელი ფარულ ან სიმბოლურ აზრს ატარებს ან რაიმეზე მიგვანიშნებს. ქვემოთ წარმოდგენილი სახელებიდან ზოგიერთზე შეიძლება გაგიმახვილებიათ ყურადღება, ზოგი კი არც შეგინიშნავთ:
10. სტარკები და ლანისტერები – დაპირისპირებული გვარები სამეფო კარის თამაშებიდან
ისტორიული ვარდების ომის მთავარ მონაწილეთა გვარებზე – იორკებსა და ლანკასტერებზე – მიგვანიშნებს.
9. ბელვეზერი – პერსონაჟი ზოოტოპიიდან, რომელიც ქალაქს იგდებს ხელთ და ვილანად იქცევა
სიტყვა “ბელვეზერი” ცხვრების მეთაურს ნიშნავს. სწორედ მოქალაქეთა შიშებით მანიპულირებს და ცხვრებივით მართავს მათ ბელვეზერი.
8. დოქტორი ტოტენკოპფი ფილმიდან ზეცის კაპიტანი და მომავლის სამყარო
მისი სახელი ნიშნავს, რომ იგი მკვდარია. მართლაც, ნამდვილი დოქტორი მკვდარია, მისი იდეები კი ბოროტმა სულებმა მოიპარეს. Toten korf გერმანულად “მკვდარ თავს” ან “თავის ქალას” ნიშნავს.
7. სირიუს ბლექი
პირველად ეს პერსონაჟი უშველებელი შავი ძაღლის სახით ჩნდება ფილმში ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე.
მისი სახელი მართლაც “შავ ძაღლს” ნიშნავს. სირიუსი თანავარსკვლავედ Canis major-ის, ანუ შავი ქოფაკის უდიდესი ვარსკვლავის სახელია და მეორენაირად მას “ძაღლის ვარსკვლავსაც” უწოდებენ.
6. სენეკა კრეინი “შიმშილის თამაშების” ერთ-ერთი ორგანიზატორია
მისი სახელი მის ბედზე მიგვანიშნებს. რომაელ სახელმწიფო მოღვაწე სენეკას ხელისუფლებამ გამოუტანა სიკვდილის განაჩენი. სენეკა კრეინსაც პრეზიდენტ სნოუს დავალებით დასჯიან.
5. ჯონ დოუ
ფილმ შვიდის ბოროტმოქმედ დოუს დასასრულისკენ პოლიციელი კლავს. მისი ამგვარი აღსასრული სიურპრიზი არ უნდა იყოს მათთვის, ვინც იცის, რომ პოლიციელები უცნობ გარდაცვლილ მამაკაცებს პირობითი სახელით – “ჯონ დოუთი” მოიხსენიებენ.
4. კასტორ ტროი
ფილმ სახის გარეშეს მთავარი ბოროტმოქმედი მარგილზე წამოეგება და ისე კვდება. ასე მოკვდა ლეგენდარული ტროელი კასტორიც – მითოლოგიის გმირი შუბით განიგმირა.
3. ანჯელა ჰეისი
იგი ამერიკული სილამაზის პერსონაჟია – გოგონა ვარდის ფურცლებში, რომლის მიმართაც შუახნის მამაკაცი განიცდის ლტოლვას.
მისი გვარი ლოლიტას გვარის თანაჟღერადია. ლოლიტას სრული სახელი და გვარია დოლორეს ჰეიზი.
2. დასაწყისის გმირი დომ კობი არიადნეს სთხოვს, ლაბირინთი დაუხატოს.
ეს ყველაფერი არიადნეს მითზე მიგვანიშნებს. როგორც არიადნეს ძაფი დაეხმარა თეზევსს ლაბირინთიდან გზის გაგნებაში, ასე მიუძღვის არიადნე სიზმარში დაკარგულ კობს.
1. კიფერი – პერსონაჟი მატრიცადან, რომელიც ერთი შეტევით მორფეუსის გუნდის თითქმის ნახევარს ანადგურებს
მისი სახელი “ეშმაკს” ნიშნავს: Cypher-ი Lucifer-ის შემოკლებული ვარიანტია. ამიტომ ამ სახელს ხშირად არქმევენ ბოროტმოქმედებს სხვადასხვა ფილმში.