არაერთი საათი, უამრავი ენერგია, ოფლი და ცრემლია დაღვრილი იმისათვის, რომ მაყურებელმა ხარისხიანი და კარგი ფილმები იხილოს. თანამედროვე ეპოქაში, იმ პირობებში, სადაც ფილმებში მონაწილეობის მისაღებად წარმოუდგენლად დიდი კონკურენციაა, სხვადასხვა მსახიობები სულ პატარა როლებზეც კი არ ამბობენ უარს, განსაკუთრებულად მაშინ, თუ ეს კარიერის დასაწყისში ხდება.
რა არის ის ერთი რამ, რასაც მსახიობები საუკეთესოდ ახერხებენ? რა თქმა უნდა როლში შესვლასა და თამაშს. ისინი ანსახიერებენ სხვადასხვა ლიტერატურულ პერსონაჟებს, ისტორიულ და ცნობილ ადამიანებს, ისინი თამაშობენ მოსიყვარულე მეგობრების, მეუღლეების, დედების, მამების და შვილების, ასევე როგორც სოციოპატების, ფსიქოპატებისა და სხვა საინტერესო როლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მსახიობებთან ხელშეკრულების დადებისას გათვალისწინებულია აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის რამდენჯერ უნდა გამოჩდეს იგი კადრში, რამდენი სიტყვა თქვას და სხვა დეტალები. ექსტრემალური ტრიუკების შესრულებაზე, კოცნასა და კადრში შიშვლად გამოჩენაზე, ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მსგავსი ხელშეკრულების პირობები, სულ მცირე დეტალებში იწრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს არაერთი კონტრაქტი აქვთ დადებული სხვადასხვა მსხვილ სტუდიებთან და არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვთ შესრულებული, მათ გააჩნიათ როლები, რომელზედაც ოცნებობენ:
Keanu Reeves — Wolverine
მიუხედავად იმისა, რომ ჰიუ ჯეკმანი უკვე წლებია სამურავს ასახიერებს კიანუ რივზი ოცნებას არ წყვეტდა, რომ ერთხელაც მასაც მიეცემოდა შანსი სანუკვარი პერსონაჟის როლი ეთამაშა. დღეს ისიც ვიცით, რომ მარველის კინოსამყაროში სამურავს ტარონ ეგერტონი განასახიერებს
Tom Holland — James Bond
ტომ ჰოლანდს პირველ რიგში რა თქმა უნდა ადამიანი ობობას როლისათვის ვიცნობთ, რომ თუმცა გასაკვირი იქნებოდა ბრიტანული წარმოშობის მსახიობისათვის საოცნებო როლად ჯეიმს ბონდის განსახიერება რომ არ ყოფილიყო;
Scarlett Johansson — Disney princess
მსახიობი, რომელმაც მილიონობით ადამიანს შეაყვარა თავი და შეასრულა როლები, როგორც დრამებში, ასევე მსხვილბიუჯეტიან ბლოკბასტერებში, საოცნებო როლ(ებ)ი მაინც დარჩა. ის ოცნებობს შეასრულოს დისნეის ნებისმიერი პრინცესის როლი, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს უკვე ნაკლებ სავარაუდოა, ასაკიდან გამომდინარე…
Millie Bobby Brown — Amy Winehouse
მილი სამყარომ Netflix-ის სახელგანთქმული ტელესერიალის Stranger Things-ის გამოსვლის შემდგომ გაიცნო და მომენტალურად დიდ წარმატებას მიაღწია. შოუს გარდა ის უკვე არაერთ საინტერესო ფილმში გადაიღეს, თუმცა ახალგაზრდა მსახიობი ერთი შეხედვით უცნაურ როლზე ოცნებობს. მას აქვს ოცნება ბიოგრაფიულ ფილმში შეასრულოს მთავარი როლი, რომელიც ემი უაინჰაუსის ცხოვრების შესახებ იქნება გადაღებული;
Will Ferrell — Simon Cowell
კომიკმა გამოავლინა, რომ მისი ოცნებაა შეასრულოს X Factor-ისა და American Idol-ის დამფუძნებლისა და ჟიურის წევრის, საიმონ კაუელის როლი. – „არ გამიჭირდებოდა მისი განსახიერება, რადგან სიმონ კაუელში რონ ბურგუნდიასთან ბევრ საერთოს ვხედავ“. რონი უილის ერთ-ერთი ცნობილი და საკულტო პერსონაჟია.
Jennifer Lawrence — Bridget Jones
შიმშილის თამაშების ვარსკვლავმა ერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით შეასრულებდა ჰელენ ფილდინგის პერსონაჟის, ბრიჯიტ ჯონსის როლს. მან ისიც აღნიშნა, რომ სახლში ყოფნისას ხშირად უყურებს ბრიჯიტ ჯონსის დღიურებს, სადაც აღნიშნულ პერსონაჟს რენე ზელვეერი ასახიეებს
Gugu Mbatha-Raw — Cleopatra
ინგლისელმა მსახიობმა ღრმა აღფრთოვანება გამოხატა კლეოპატრას მიმართ, რომელიც მისი დიდი ხნის კერპია. მან თქვა: „დაახლოებით 12 წლის ასაკიდან ვარ მისით გატაცებული. მოხიბლული ვარ მისი ქალური სიძლიერითა და ლიდერის თვისებებით. კლეოპატრა ჩემი საოცნებო როლია, ასე რომ, თუ მომეცემა შანსი მას აუცილებლად გამოვიყენებ.
Daniel Radcliffe — Spider-Man
კიდევ ერთი ბრიტანელი მსახიობი, რომელიც წესით ჯეიმს ბონდის როლზე უნდა ოცნებობდეს, თუმცა როგორც გაირკვა ჰარი პოტერს აბსოლუტურად სხვა სახის პერსონაჟები იზიდავენ. რედკლიფი უკვე დიდი ხანია ადამიანი ობობას როლის განასხიერებაზე ოცნებობს