კინოსამყაროში ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი და შესანიშნავი მომენტია, როდესაც უდიდესი აქცენტი ემპათიასა (ფილმის ყურება საინტერესოა პერსონაჟების გამო, როდესაც გულშემატკივრობ მათ) ან/და სასპენსზე (ფილმის ყურება საინტერესო განსაკუთრებული მოვლენათა განვითარების გამო ხდება) კეთდება, თუმცა აღნიშვნაც კი არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ამ კონკრეტულ სცენებს საბოლოოდ მაინც პერსონაჟები ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ კინოსამყაროს უამრავი დადებითი პერსონაჟი ჰყავს, რომელთა ირგვლივაც მიმდინარეობს მოვლენების განვითრება, თუ არ გვყავს განსხვავებული, დამაჯერებელი, საინტერესო და კარგად მოტივირებული ბოროტმოქმედი ორი მხარის დაპირისპირება (კეთილი vs ბოროტი; Hero vs Villain) ვერ მიაღწევს თავის კულმინაციას, რაც გამოიწვევს ფინალური განწყობისა და ეფექტის ნგრევასა და ჩამოშლას. შესაბამისად როგორი შესანიშნავად გაწერილი პროტაგონისტიც (ჩვენ შემთხვევაში გმირი ან/და ანტიგმირი) არ უნდა გვყავდეს ფილმში, თუ არ არსებობს იგივე სიდიდის ბოროტმოქმედი სურათის ყურებისას ვერ მივიღთებთ დამაკმაყოფილებელ ეფექტს. ხშირად ისეც მომხდარა, რომ ბოროტმოქმედი იმდენად ძლიერი და კარგად დამუშავებული მოქმედი პირი ყოფილა, რომ სრულად დაუჩრდილია პროტაგონისტი და მაყურებელს იმის შეგრძნება დაუტოვა, რომ ფილმში მთავარ როლს სწორედაც, რომ ანტაგონისტი ასრულებდა. უკანასკნელ პერიოდში, ამის ნათელი მაგალითი „Avengers: Infinity Saga“-ა, სადაც შეშლილმა ტიტანტმა, „Thanos“-მა სრულად გადაფარა ისეთი ქარიზმატული და მაყურებლის საყვარელი სუპერგმირები, როგორებიც არიან, თორი, რკინის კაცი, კეპი და სხვა. კოსმოსური დიქტატორი შესანიშნავად იყო გაწერილი, ყოველი მისი რეპლიკა ნათელი, დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო, ხოლო თავად მოტივაცია კი შეუცვლელი.
ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, გვინდა წარმოგიდგინოთ მარველის სამყაროს ყველაზე დასამახსოვრებელი 151 ბოროტმოქმედი (villains), რომლებმაც საკუთარ პერიოდში (ფილმის გამოსვლის პერიოდი) მაყურებელს სრულიად ახალი და განუმეორებელი შეგრძნებები დაუტოვეს.
Carnage – “Venom: Let There Be Carnage”