ჩვენ ყველას გვიყვარს საახალწლო პერიოდი და კინოსამყაროში ზამთრის ამ უქმეების დროს ყველაზე პოპულარული საყურებელი ფილმები რათქმა უნდა “მარტო სახლშის” კინოფრანჩიზაა. რამდენჯერაც არ უნდა გქონდეს ნანახი „Home Alone“ მაინც მუდმივად სახალისოა იმის ყურება, თუ რა მეთოდებით იცავს საკუთარ სახლს მაკოლეი კალკინის მიერ განსახიერებული პატარა ბიჭი, კევინ მაკალისტერი მძარცველებისაგან.
„მარტო სახლშის“ პოპულარობიდან გამომდინარე ინტერნეტში ბევრი რაიმეს პოვნა შეიძლება და ხანდახან გაგიკვირდება კიდეც რას წააწყდები. წინა პოსტში ჩვენ განვიხილეთ და ცალი თვალით შევხდედეთ, თუ როგორი „მეწამული“ შესაძლოა ყოფილიყო მარტო სახლშის კინოფრანჩიზა მთლიანობაში, თუ შტატების კინოასოციაცია მას „R“ შეფასებას მიანიჭებდა. ახლა კი საკმაოდ საინტერესო და სახალისო „Deepfake“ ვიდეოს წავაწყდი, სადაც ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი არა მაკოლეი კალკინია, არამედ ახალგაზრდა სილვესტერ სტალონე.
საკმაოდ ცნობილმა ჯგუფმა, „Ctrl Shift Face“-მა, რომელსაც წარმატებული „Youtube“-ის Channel, მიჰყავს, შეცვალეს „მარტო სახლშის“ სცენარი, შეამოკლეს ქრონომეტრაჟი, ჩასვეს სილვესტერ სტალონეს სახე, ნაცვლად ნორჩი კალკინისა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ…