კინოინდუსტრია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი გახდა. მიმდინარე ეტაპზე ისეთი გიგანტები, როგორიც არის „დისნეი“, ყოველწლიურად მილიარდებს შოულობენ. მიუხედავად იმისა, რომ 2020-2021 წლების პანდემია კინოსამყაროსათვის, ასევე როგორც მთელი სამყაროსათვის საკმაოდ რთული პერიოდი აღმოჩნდა, კინოინდუსტრია გასართობ შოუ-ბიზნესშიშემოსავლების კუთხით მაინც პირველ ადგილზე რჩება.
წარმატებულ ფილმებში რა თქმა უნდა სახელგანთქმული მსახიობები იღებენ მონაწილეობას და წარმოუდგენლად დიდ ჰონორარებსაც იღებენ. მაგალითად, რობერ დაუნი უმცროსმა „Avengers“-ბის ბოლო ორ სურათში „Infinity Saga“-ში ჯამურად 80 მილიონი აშშ დოლარი აიღო. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ჰოლივუდში დაობენ იმის შესახებ, რომ მამაკაცი მსახიობები გაცილებით დიდ ჰონორარს იღებენ ფილმებში მონაწილეობისათვის, ქალბატონებთან შედარებით, კინოსამყაროში არიან მანდილოსნები, რომლებსაც წარმოუდგენლად დიდი ქონება აქვთ მოგროვებული. ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, გვინდა წარმოგიდგინოთ ჰოლივუდის ყველაზე მდიდარი ქალბატონების ტოპი, რომლებმაც შემოსავალი არა მხოლოდ მსახიობობით, არამედ პროდუსერობითა და რეჟისორობითაც მიიღეს.