სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ფილმები და შოუები, რომლებმაც მომავალი იწინასწარმეტყველა

Cinemania ავტორი Cinemania
26 აგვისტო, 2022
რუბრიკა გასართობი, საინტერესო, სახალისო, სიახლეები, ფოტოები, ცნობილი ადამიანები
0
ფილმები და შოუები, რომლებმაც მომავალი იწინასწარმეტყველა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მომავალი არავინ იცის, თუ არ ჩავთვლით ბრან სტარკს, კინოსამყაროების სხვა გმირებს და არარეალური სამყაროების, მათ შორის, ანიმაციების შექმნელებს. დიახ, მულტფილმებში იმაზე ხშირად ვხვდებით წინასწარმეტყველებებს, ვიდრე გვგონია. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი სიმფსონებია – ეპიზოდებში, მას არაერთხელ უჩვენებია მოვლენები, რომლებიც მომავალში მართლაც მოხდა. თუმცა მათ არც სხვა ანიმაციური შოუები ჩამორჩებიან: ინსპექტორი გაჯეტი,  გრიფინები, ფუტურამა და სხვები.

1. The Jetsons (1962) იწინასწარმეტყველა: ავტომატური მტვერსასრუტები

ჰანა-ბარბერას ცნობილი ფლიტსტოუნების ამ თაგადასავალში, რომელიც მომავალში ვითარდება, 60-იანების მაყურებელმა მრავალგვარი, იმ დროისთვის უჩვეულო ტექნოლოგია იხილა. ასეთებია, მაგალითად, ვიდეოჩათი, სოლარიუმის აპარატები, ტელეჩვენების აპარატი (აიპედის მსგავსი) და რობოტი-მტვერსასრუტები.

 

2. სიმფსონები და სამთვალა თევზი

ლეგენდარული სამთვალა თევზი სიმფსონებში ქალაქის მასობრივი დაბინძურების ნიშანია. სასაცილოა (თუ სევდიანი?), რომ მსგავსი თევზი არგენტინაში აღმოაჩინეს ბირთვული ენერგოსადგურის მახლობლად.

3. სიმფსონები და სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონი

ბევრი გააოგნა იმ ფაქტმა, რომ სამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონში განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით კი მათი მოულოდნელი შემობრუნება, რაც უმეტესობისთვის წარმოუდგენელი იყო, თურმე სიმფსონებს უწინასწარმეტყველებიათ. ერთ-ერთ სერიაში, რომელშიც სიმფსონების ოჯახი შუა საუკუნეებში გადაინაცვლებს, დრაკონი ისევე წვავს სახლებს, როგორც ეს სამეფო თამაშების მე-8 სეზონის მე-5 ეპიზოდში მოხდა.

4. კეტლინ ჯენერის ტრანსფორმაცია

სანამ გენდერს რეალურად შეიცვლიდა, ბრიუს ჯენერი გრიფინებში ფემინურ ფორმაში გამოჩნდა. ერთ სერიაში სტივი ბრიუსს “ლამაზ ჰოლანდიელ ქალად” ახასიათებს, კიდევ ერთ ეპიზოდში კი ბრიუსი, რომელსაც საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი სქესის შეცვლა, სცენაზე ცეკვავს. ამ ეპიზოდების გამოსვლისას არვის მოსვლია თავში აზრად, რომ მალე ბრიუს ჯენერს კეტლინს დაუძახებდნენ. შოუს შემქმნელებმა კი უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, თუ რატომ წარმოაჩინეს საკუთარ ქმნილებაში ბრიუსი ასე.

5. თეთრი ვეფხვის თავდასხმა

ცნობილი ამერიკელი ილუზიონისტების დუეტი “ზიგფრიდი და როი” სცენაზე გაწვრთნილი ლომებითა და თეთრი ვეფხვებით გამოდიან. 1993 წელს სიმფსონებში ნაჩვენები იყო, თუ როგორ შეუტია ერთ-ერთმა ვეფხვმა თავის მომთვინიერებელს. 10 წლის შემდეგ ასეთი შემთხვევა მართლა მოხდა.

6. ცენზურა და მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება

სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლები გააღიზიანა ქალაქის წმინდა ანას ლუთერანულ ეკლესიის ეზოში  მიქელანჯელოს დავითის ასლის გამოფენამ. ერთმა ქალმა ოფიციალური წერილიც კი დაწერა, რომელშიც აღშფოთებას გამოთქვამდა ამ ფაქტით, რომ ქანდაკებას ინტიმური ნაწილები დაფარული არ ჰქონდა. “როგორ შეიძლება სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, სკოლისა და ეკლესიის მახლობლად იდგეს სრულიად შიშველი კაცის სკულპტურა?” – წერდა მოქალაქე. ამ “ნეგატიური” ფაქტის გასანეიტრალებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ წამოაყენა ინიციატივა “ჩააცვი დავითს”, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევდა. სანამ ხმის მიცემა მიმდინარეობდა, დავითი შავი ლენტით იყო დაფარული. საბოლოოდ ხმათა უმრავლესობით შემდეგი გადაწყდა – “დატოვეთ ისე, როგორც არის”.

ეს ამბავი 2016 წელს მოხდა, თუმცა შიშველი სხეულისა და ცენზურის მარადიული პრობლემა სიმფსონებმა ამ მოვლენამდე დიდი ხნით ადრე გაიხსენა.

7. ვირტუალური რეალობა

მართალია, ბევრმა სცადა იმის ილუსტრირება, თუ როგორი იქნებოდა გასართობი სფერო მომავალში, ფუტურამას შექმნელებმა ეს ყველაზე ზუსტად მოახერხეს. მათ თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველეს, რომ გართობაზე მონოპოლიას ვირტუალური რეალობა მოიპოვებდა.

8. მის სამყაროს შეცდომით დასახელება

ყველას ახსოვს ის ტრაგიკომიკური მოვლენა 2015 წელს, როცა მის სამყაროს ორი ფინალისტიდან ერთ-ერთს შეცდომით დაადგეს გამარჯვებულის გვირგვინი. ფუტურამას შემქმნელებმა მსგავსი მოვლენა 1999 წელს გვიჩვენეს.

9. პირველი ლეპტოპი

გახსოვთ ინსპექტორი გაჯეტი? მომავლის წინასწარმეტყველება არც მისთვის არის უცხო. ამ ანიმაციაში წლებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები თანამედროვე მოწყობილობების გამოგონება. ასეთია ერთ-ერთი პერსონაჟის, პენის “კომპიუტერი-წიგნი”, რომელიც Toshiba-ს მიერ შექმნილი პირველი ლეპტოპის მსგავსია.

10. კამერა დრონები

ფუტურამას 2000-იანი წლების ერთ-ერთ სერიაში ჩამოკიდებულ კამერებს ვხედავთ. მაშინ ეს მართლაც ფუტურისტული რამ იყო, დღეს კი ჰაერში მოლივლივე კამერებს ფართოდ იყენებენ როგორც მედიაში, ისე კინოხელოვნებაში.

11. პირველი ციფრული კამერა

ჩანს, ინსპექტორი გაჯეტი დიდი წარმატებით წინასწარმეტყველებს თანამედროვე გაჯეტების გამოგონებას. ერთ სერიაში, The Infiltration, როცა ინსპექტორი მომავალში მოგზაურობს, პენი გაჯეტის ხელში ვხედავთ ფოტოკამერას, რომელიც მის ზემოხსენებულ “კომპიუტერ-წიგნთან” არის მიერთებული. ის იმ ციფრულ კამერებს წააგავს, რომლებიც კომპიუტერებს კაბელით უკავშირდება და მართალია დღეს ასეთი დიზაინის კამერებიც მოძველებულია, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ანიმაციამ კიდევ ერთხელ იწინასწარმეტყველა მომავალი.

12. The Shard Building ლონდონში

სიმფსონების მორიგი წინასწარმეტყველება: ეპიზოდში სახელად Lisa’s Wedding (“ლიზას ქორწილი”) ლონდონში ცნობილი შერდ-ბილდინგი ჩანს – 14 წლით ადრე, სანამ ის აშენდებოდა! შენობის არამარტო ფორმა და დიზაინი, არამედ მისი ადგილმდებარეობაც კი იმდენად ჰგავს რეალურს, რომ ძნელია სიმფსონების შემქმნელთა მისნობა კიდევ ერთხელ არ დაიჯერო.

13. 9/11

ჯონი ბრავოს 2001 წლის გამოშვების ეპიზოდში სახელად “Chain Gang Johnny”, შემქმნელებმა 9/11-ის ტრაგიკული მოვლენები და “ტყუპების” განადგურება იწინასწარმეტყველეს. ის ფაქტი, რომ ეს ეპიზოდი რეალურ მოვლენამდე რამდენიმე თვით ადრე გავიდა, შეთქმულების თეორიების საფუძველი გახდა: ნუთუ ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი? თუ ეს ყველაფერი ფარული გაფრთხილება იყო? მით უმეტეს, აფიშაზე, სადაც ეს ფაქტი იყო გამოსახული, გარკვევით წერია “მალე”.

9/11 კიდევ უფრო ადრე, 1997 წელს იწინასწარმეტყველა სიმფსონებმა – ეპიზოდში, რომელშიც ოჯახი ნიუ-იორკში გამგზავრებას გეგმავს, ლიზა ხელში იღებს ჟურნალს, რომლის ყდაზეც “ტყუპები” არიან გამოსახულები, მათ გვერდით კი დიდი 9-იანი წერია. კიდევ ერთხელ – ფარული გაფრთხილებაა თუ მოახლოებული კატასტროფის წინათგრძნობა? კონსპირაციული თეორიები თქვენთვის მოგვინდია.

14. ავტოკორექტირების პროგრამა

ისევ და ისევ სიმფსონები. 1994 წლის გამოშვების ერთ-ერთ ეპიზოდში, Lisa on Ice, დოლფი იყენებს ციფრულ ასისტენტს სახელად Apple Newton და როცა ცდილობს დაწეროს ”Beat up Martin”, აპარატი დაწერილს შემდეგნაირად “უკორექტირებს”: “Eat up Martha”. რა არის ეს, თუ არა ცნობილი ავტოკორექტირების პროგრამა? ავტოკორექტი პირველად 2005 წელს გაეშვა, რაც ნიშნავს, რომ სიმფსონებმა კიდევ ერთხელ გაუსწრო დროს.

15. ბინ ლადენის სიკვდილი

დიდი პოლიტიკური მოვლენების წინასწარმეტყველებაში მხოლოდ სიმფსონები როდია “შემჩნეული” – სამხრეთ პარკის 2010 წლის 13 ოქტომბერს გასულ ეპიზოდში ალ-ქაიდას ლიდერ ოსამა ბინ ლადენს ამერიკული სპეცსამსახურები კლავენ. რეალურად ეს მოვლენა 8 თვის მერე მოხდა, როცა ოსამას ლიკვიდაცია მართლაც მოახდინეს Navy SEAL-ის ძალებმა.

16. Super Mario: Bros: იწინასწარმეტყველა 9/11

ამ სათავგადასავლო საოჯახო კომედიაში არავითარი ალ-ქაიდა არაა, მაგრამ რა იცოდნენ, რომ ასეთ სურათს მსოფლიო რეალურად იხილავდა 2001 წელს?

 

B O N U S

სიმსონებმა ტრამპის პრეზიდენტომა 15 წლით ადრე იწინასწარმეტყველეს:

People Think "The Simpsons" Predicted Trump's Win But It's Not True

სიმსონებმა 15 წლით ადრე იცოდნენ, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა. ხოლო თავად აღმასრულებელი პროდიუსერი გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ ის საკითხები, რომლებზეც ისინი ხმამაღლა იციდნოდნენ და იმ პერიოდში ღიმილის გარდა არაფერს იწვევდა, საბოლოოდ მომავალში სრულიად რეალური რამ აღმოჩნა… ეპიზოდში სადაც, ლიზა სიმსონი შტატების პრეზიდენტია, აღნიშნავს -„მოგეხსენებათ, რომ შემცირებული ბიუჯეტი „ანდერძად“ პრეზიდენტ ტრამპისაგან გვერგო…“.

სიმსონებიფილმიფოტოსურათებიშოუწინასწარმეტყველება
Previous Post

!What If? ცნობილი ანიმაციური პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ!!!

Next Post

ცნობილი ადამიანების დღევანდელი და ბავშვობის ფოტოსურათები

Next Post
ცნობილი ადამიანების დღევანდელი და ბავშვობის ფოტოსურათები

ცნობილი ადამიანების დღევანდელი და ბავშვობის ფოტოსურათები

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

გასართობი

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ახლა კითხულობენ

ცნობილია კანის კლასიკური ფილმების პროგრამა

ცნობილია კანის კლასიკური ფილმების პროგრამა

ავტორი Cinemania
24 აპრილი, 2018
0

„Venom: Let There Be Carnage“-ის თიზერი და გამოსვლის თარიღი

„Venom: Let There Be Carnage“-ის თიზერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
22 აპრილი, 2020
3172

ცნობილია 25-ე ჯეიმს ბონდის სრული სამსახიობო შემადგენლობა

ცნობილია 25-ე ჯეიმს ბონდის სრული სამსახიობო შემადგენლობა

ავტორი Cinemania
25 აპრილი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020