განგება ხშირად მამაცებს აჯილდოვებს და როდესაც საქმე ფილმის გადაღებას ეხება, გაბედული რეჟისორები ცდილობენ გასცდნენ ტრადიციულ საზღვრებს, რათა შექმნან გასაოცარი და დამაჯერებელი სანახაობები. თუმცა, ზედმეტი სიმამაცის გამოჩენა და გამორჩეული სცენის შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ გარანტირებულად დადებითი შედეგი იქნება მიღებული. საბოლოოდ ისე ხდება, რომ რეჟისორებს საკმაოდ დიდი ფასის გადახდა უწევთ, ვინაიდან ისინი ხედავენ საკუთარი ნაშრომის „სიმძიმეს“ და იძულებულები ხდებიან ამა თუ იმ ფილმიდან ამოჭრან ზედმეტად სასტიკი ან/და ამორალური სცენები, რომელიც რეალურად მხატვრულ ფილმს მეტ ელფერსა და დამაჯერებლობას სძენდა, თუმცა კრიტიკოსების მიერ ეს სცენები სხვაგვარად იქნებოდა შეფასებული.
აქვე აღსანიშნავია, რომ ფილმის შექმნის პროცესში კინომწარმოებლები ვალდებულნი არიან მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ იმისათვის, რომ მათი სურათები კინოთეატრებსა და „DVD“-ზე მოხვდნენ. ხშირ შემთხვევაში, მაყურებელს წარმოდგენა არ აქვს თუ რომელი ფილმიდან ამოიჭრა მსგავსი სცენები. ჩვენ გადავხედეთ ჰოლივუდის წარსულს და აღმოვაჩინეთ რამდენიმე ფილმი, რომელიც მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.
1. Horrible Bosses 2 (ამოჭრილი გაუპატიურების სცენა)
2014 წლის „Horrible Bosses 2“-მა ორიგინალთან შედარებით ნაკლებ წარმატებას მიაღწია, თუმცა ჯენიფერ ანისტონის ერთ-ერთი გამოჩენა საკმაოდ მანკიერი აღმოჩნდა. ჯეისონ სუდეკისი იმ მსახიობთა გუნდის წევრი იყო, რომელიც ჯენიფერ ანისტონს ადიდებდნენ იმისათვის, რომ ფილმის გასაუმჯობესებლად ქალბატონმა, მამაკაცის ასოს მოწყურებული ნიმფომანის როლი შეასრულა, რომელიც კომაში მყოფ სუდეკის გმირს, ჩარლის აუპატიურებს.
კინომწარმოებლება ხსენებული სცენა ზედმეტად შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს და ფილმის ქრონომეტრაჟიდან ამოიღეს.
2. Divergent (თვალის ამოთხრის სცენა)
„ახალგაზრდა მოზარდების“ (YA) ჟანრის ფილმები ძირითადად სისასტიკით არ გამოირჩევიან, თუმცა ვერონიკა როთის ტრილოგიაში არის მომენტი, როდესაც ერთ-ერთ მძინარე გმირს, ედვარდს, სუფრის დანას თვალში უყრიან.
ხსენებული სისხლიანი სცენა პირველი „Divergent“-თვის გადაიღეს, რომელიც შედარებით ახალგაზრდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი და PG-13 შეფასებით უნდა გასულიყო კინოთეატრებში, შესაბამისად, ხსენებული სცენა ზედმეტად სასტიკად მიიჩნიეს და მალევე ამოჭრეს.
3. Gangster Squad (სროლა კინოთეატრში)
რუბენ ფლეიშერის 2013 წლის კრიმინალური თრილერი „Gangster Squad“ არის რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი, სადაც 40-იანი და 50-იანი წლების ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი ებრძვის მაფიის ერთ-ერთ ბოსს, მიკი კოენსა და მის დაჯგუფებას. ფილმის ერთ-ერთ სცენაში, ჩინური კვარტლის კინოთეატრში მისულ ადამიანებს ცხრილავენ. ფილმის გამოსვლა სამწუხარო ფაქტს დაემთხვა, როდესაც ჯეიმს ჰოლმსმა, კინოთეატრში „The Dark Knight Rises“-ზე მისულ მაყურებლებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 12 და დაშავდა 70 ადამიანი.
„The Aurora“-ში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, „Gangster Squad“-ის შემქმნელებმა გარდაცვლილთა ოჯახების საპატივცემულოდ ხსენებული ფილმიდან ამოჭრეს კინოთეატრის ხოცვის სცენა.
4. The Avengers (კოლსონის სიკვდილი)
2012 წელს, „The Avengers“-ს ამერიკის კინოასოციაციამ თავდაპირველად მარველის მიერ დაგეგმილი PG-13 რეიტინგის ნაცვლად „R“ შეფასება მისცა. კინოასოციაციის უკმაყოფილება და მარველის პრობლემა ერთ-ერთმა სცენამ გამოიწვია. მომენტი, როდესაც ლოკი (ტომ ჰიდელსტონი) აგენტ კოლსენს (კლარკ გრეგი) მიპარვით ზურგიდან კვერთხს უყრის.
ორიგინალ ვერსიაში კოლსონის სიკვდილის (როგორც აღმოჩნდა დროებითი) სცენა, მეტად სისხლიანი იყო, რადგან ლოკის კვერთხი ზურგიდან დარტყმისას სრულად გამოდიოდა მეორე მხარეს. შესაბამისად მარველმა მალევე გამოასწორა ეს შეცდომა და ვიზუალური ეფექტების მეშვეობით სცენა ნაკლებსისხლიანი და ახალგაზრდა მაყურებელთათვის მეტად მისაღები გახადა.
5. IT (კანალიზაციის ორგია)
მათ ვისაც უნახავს ენდი მუსკეტის ფილმი, „IT“, რომელიც სტივენ კინგის კლასიკის ადაპტაციაა, იციან, რომ ეს საკმაოდ შემაშფოთებელი და საშიში სანახაობაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ „True Detective“-ის შემქმნელი, კარი ფუკუნადა დარჩებოდა და უხელმძღვანელებდა „საშიში ჯამბაზის“ შესახებ ფილმს, ყველაფერი ბევრად უფრო შემზარავი იქნებოდა.
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ფუკუნადამ, რომელიც სათავეში ედგა და ხელმძღვანელობდა პროექტს 2012-2015 წლების განმავლობაში, შეაშინა და ჩააფიქრა პატარა მსახიობების მშობლები, რომლებმაც წარდგენილ სცენარში ბავშვებს შორის დამყარებული უხეში სექსუალური სცენები ამოიკითხეს.
ფუკუნადას იდეის მიხედვით, „Loser Club“-ის ერთადერთი მდედრი წევრი ექვს ბიჭთან ამყარებს სექსუალურ კავშირს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გადაარჩინოს. ასევე აღსანიშნავია, რომ კანალიზაციის ორგიის თავდაპირველი იდეა სტივენ კინგს ეკუთვნის, რომელმაც კლოუნის შესახებ წიგნში ხატოვნად აღწერა ზემოხსენებული სცენა.
6. The Devil Wears Prada
ფილმიდან ერთი საინტერესოა სცენაა ამოჭრილი, სადაც ერთ-ერთ წვეულებაზე მერილ სტრიპის პერსონაჟის, მირანდა პრისტლის მეოღლე Elias-Clark-ის თავმჯდომარეს, ირვ რავითზს შეურაწყოფას აყენეს, ხოლო ენ ჰეთეუეის მიერ განსახიერებული გმირი ენდი, აღნიშნული უხერხული მომენტის მარტივად განმუხტვას შეძლებს. ანდი აღნიშნულ ქმედებაზე მირანდასაგან მადლობას იღებს. სცენა იმ მიზეზით ამოჭრეს, რომ თითქოს მირანდას ხასიათში არ ჯდებოდა ახალბედა ენდისათვის ან საერთოდ ვინმესთვის მადლობის თქმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად უძლური იყო რაიმე ექნა:
7. The Iron Giant
სახელგანთქმული მულტფილმიდან საინტერესოა სცენაა ამოჭრილი, როდესაც რკინის გოლიათს კოშმარი ესიზმრება, სადაც მას ახსენებენ, რომ ის მასიური განადგურების იარაღია…
8. The Wolverine
2013 წლის ბლოკბასტერიდან ე.წ Ending Scene-ია ამოჭრილი, სადაც სამურავს მისი საკულტო კოსტიუმის ჩაცმის შესაძლებლობას აძლევენ. სამწუხაროდ ფილმის ამგვარი გაგრძელება ვერ ვიხილეთ, თუმცა მივიღეთ Logan (ფილმი), რაც გაცილებით უკეთესი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
ამოჭრილი სცენები Avengers: Endgame-დან
ამოჭრილი სცენები Avatar-დან