ყოველ ჩვენთაგანს ჰყავს საყარელი კინომსახიობი, ზოგსაც რამოდენიმე, რომლელთა ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა ამა თუ იმ ფილმს განსხვავებულსა და დაუვიწყარს ხდის, თუმცა ეს შეგრძნებები ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც აღნიშნული მსახიობის თუ ცნობილი ადამიანის კარიერას ბავშვობიდან ადევნებ თვალყურს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცნობილი ადამიანების შესახებ არაერთი სახალისო ფაქტი შევიტყვეთ და ამასთან ერთად მოვიძიეთ უამრავი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვნები იყო ჩვენი საყვარელი მსახიობების, მომღელებისა თუ ზოგადად ცნობადი სახეების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, წარმატებული ფილმების შესახებ, ასევე, როგორც მათი ადრეული პროფესიების შესახებ.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ სელებრითები არაფრით განსხვავდებიან რიგითი ადამიაებისაგან, მათთაც ხშირად მსგავსი პროლემები გააჩნიათ, ასევე როგორც ხარობენ ისეთივე საკითხებით, როგორიც თითოეული ჩვენთაგანი და როგორი უცანურიც არ უნდა იყოს მათთაც გააჩნიათ უცნაურობები, რომელთა შესახებაც გვინდა დღეს რომ ვისაუბროთ:
1. Cameron Diaz
კამერონ დიასს აქვს უცნაური ჩვევა. მან თქვა: „ მაკიაჟის გაკეთებამდე არ ვჭამ, რადგან როგორც მე 2-3 ლუკმას მივიღებ, ჩემი კანი იცვლება და უკვე მაკიაჟს ვეღარ ვიკეტებ“.
2. Demi Moore
დემი მურმა აღნიშნა, რომ ის იყენებს წურბელებს სისხლის დეტოქსიკაციისთვის. მან თქვა: ”ეს არ გახლავთ უბრალო ჭაობის წურბელები, ეს არიიან კარგად გაწვრთნილი (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს 🙂 ) სამედიცინო წურბელები. ისინი დეტოქსიკაციას უკეთებენ თქვენს სისხლს. და მათ აქვთ მცირე ფერმენტი, რომელიც კბენისას გამოიყოფა. რაც ხანგრძლივ სისხლდენას იწვევს. ეს ყველაფერი თქვენი ჯანმრთელობის ოპტიმიზირებას იწვევს.”
3. Katy Perry
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეტი პერი კბილებს 4-6-ჯერ დღეში იხეხავს. მან თქვა: „მე ყოველთვის ვიხეხავ კბილებს. მე მსურდა, რომ მქონოდა ისეთივე თეთრი კვილები, როგორიც ბრიტნი სპირსს. მე მისი მუსიკალური ვიდეოების ყურებით გავიზარდე და სულ ვამბობდი: „რას აკეთებს? დავუჯერო ყოველ ჯერზე ახალ კვილებს იკეთებს?“
4. Paris Hilton
პარიზ ჰილტონს აქვს უცნაური ჩვევა, რომელიც ქართველებისათვის უცხო არ უნდა იყოს… : „მე ხეზე ვაკაკუნებ, თუ ვინმე იტყვის იმას, რაც არ მინდა, რომ მოხდეს, ან მე ყოველთვის ვიფიქრებ სურვილს 11:11-ზე“.
5. Pamela Anderson
პამელა ანდერსონს აქვს სარკეების შიში. მან ისიც კი განაცხადა, რომ არ მოსწონს საკუთარი თავის ტელევიზორში ყურება, რადგან ვერ უმკლავდება საკუთარი ანარეკლის დანახვას.
6. James McAvoy
ჯეიმს მაკევოის აქვს თავისებური ჩვევა, უთხრას სრულიად უცნობ ადამიანებს „თეთრი კურდღელი“. საქმე იმაშია, რომ მისმა ბებიამ ერთხელ უთხრა, რომ თუ ყოველი თვის დასაწყისში პირველ შემხვედრ ადამიანს ეტყოდა „თეთრ კურდღელს“ მაშინ მას იღბალი არასოდეს მიატოვებდა
7. Robert Pattinson
რობერტ პატინსონმა გაამხილა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში არ იბანს თმას და ეს მის ჩვევადაც კი იქცა. მან განმარტა: „მე მაქვს იმდენი ნარჩენი თმაში… მან განმარტა: „თუ 6 კვირის განმავლობაში არ დაიბანთ თავს, აღარარც მოგიწევთ, სანამ ეს ყველაფერი უბრალოდ გაუსაძლისი არ გახდება.”
8. Kit Harington
კიტ ჰარინგტონის აქვს ჩვევა, სადაც მიდის წაიყოლოს თავისი კალამი. მან მას თავისი იღბლიანი კალამი უწოდა. მან თქვა: ”მე მაქვს იღბლიანი კალამი – ის ბავშვობიდან მქონდა და ყველგან ვატარებ. ის არის ერთადერთი რამ რაც, ჯერ-ჯერობით არ დამიკარგავს, დანარჩენი ყველაფერი დავკარგე.”