ორსონ უელსისთვის სტუდიებთან ბრძოლა არ იყო უცხო მის სიცოცხლეში. დაპირისპირებები მისი სიკვდილის შემდეგაც, კვლავ აქტუალურია…
წელს კანის ფესტივალმა განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც Netflix-ის ფილმები მთავარ საკონკურსო პროგრამაში არ მოხვდებიან, რადგან მის ფილმებს საკინოთეატრო გამოშვება არ აქვთ. ამის საპასუხოდ, Netflix-მა გადაწყვიტა, საერთოდ არ გაგზავნოს ფილმები კანის ფესტივალზე. ამ აკრძალვაში შემდეგი სახელები მოხვდნენ: ორსონ უელსის “The Other Side of the Wind“, ალფონსო კუარონის “Roma“, პოლ გრინგრასის “Norway“, ჯერემი სოლნიერის “Hold the Dark” და მორგან ნევილის დოკუმენტური ფილმი “They’ll Love Me When I’m Dead“.
უელსმა “The Other Side of the Wind” 1970-იან წლებში გადაიღო, თუმცა მისი დასრულება ვერ მოასწრო. სტრიმინგ სერვისმა კი, ამ ფილმზე უფლებები შეიძინა, დააფინანსა და წელს გეგმავს თავის არხზე გაშვებას. დაპირისპირებით უკმაყოფილოა უელსის ქალიშვილი ბეატრიჩე უელსი, რომელმაც Netflix-ს მიმართა:
ძალიან დავმწუხრდი და გავნერვიულდი, მას შემდეგ, რაც ამ კონფლიქტის შესახებ წავიკითხე გაზეთებში. მე მამაჩების ნაცვლად უნდა ვილაპარაკო. მე ვარ მომსწრე, თუ როგორ ანგრევდნენ დიდი საწარმო კომპანიები მამაჩემის ცხოვრებას, მის შემოქმედებას, ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარდა. ძალიან შემძულდება Netflix, კიდევ ერთი ასეთი კომპანია თუ აღმოჩნდება ის. გთხოვთ, გადახედოთ გადაწყვეტილებას და მამაჩემის ფილმი, დაე, ის ხიდი გახდეს, რომელიც თქვენსა და კანის ფესტივალს შორის გაიდება.
სტრიმინგ სერვისის უფროსი, ტედ სარანდოსი გამოეხმაურა ამ წერილს, თუმცა სამწუხაროდ, როგორც წყარო იტყობინება, ის კვლავ თავის აზრზე დგას.