მიუხედავად იმისა, რომ ორსონ უელსის მხატვრული ფილმი (“The Other Side of the Wind“) და დოკუმენტური ფილმი (“They’ll Love Me When I’m Dead“) Netflix-მა არ გაგზავნა წელს კანის კინოფესტივალზე, ის მაინც იქნება წარმოდგენილი მომავალ თვეს.
კანის კლასიკური ფილმების პროგრამაში ბრიტანელი დოკუმენტალისტის, მარკ კოუსინსის ფილმი “The Eyes of Orson Welles” იქნება ნაჩვენები. დოკუმენტური ფილმი უელსის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებზეა, რომელიც აქამდე საჯაროდ არ ყოფილა გამოფენილი.
გარდა რამდენიმე დოკუმენტური ფილმის პრემიერისა, სექციაში წარმოდგენილი იქნება ინგმარ ბერგმანის მეშვიდე ბეჭედი, ვიტორიო დე სიკას ველოსიპედის გამტაცებლები, იასუძირო ოძუს ტოკიური ამბავი და სხვა.
სრული სია ნახეთ აქ.