სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ბილ მიურეი ბერლინალეზე ლურჯი კომბინეზონით გამოცხადდა!

Cinemania ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2018
რუბრიკა ბერლინალე, კინოგურმანი, ფესტივალები
0
ბილ მიურეი ბერლინალეზე ლურჯი კომბინეზონით გამოცხადდა!
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბერლინალე 2018 – დღე პირველი

ავტორი: მარიკა ბაკურაძე

 

თუ ფილმში მუსიკას თავისი როლი არ აქვს – ის ფილმი არ არის.
ასე მგონია მე.
პირველად პარფიუმერი – ერთი მკვლელის ისტორია რომ ვნახე, ყველა საუნდტრეკი გადმოვწერე, ჩავრთე და მივხვდი, რომ თანდათან ჟღალი თმა გამეზარდა, კანზე სუნი ამივიდა და თავი საფრთხის ქვეშ ვიგრძენი.
ასეთი ზემოქმედება იცის მუსიკამ, და ასე იცის ხოლმე რიუიჩი საკამოტოს მუსიკამ, რომელსაც საათობით შემიძლია ვუსმინო.
დღეს კი ბერლინში პარფიუმერის რეჟისორი და საკამოტო ერთად გამოჩნდნენ, დარბაზში შემოვიდნენ და იძულებული გამხადეს, უცნაური შეკითხვა დამესვა – იმუშავებდნენ თუ არა ოდესმე ერთად ეს ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კულტურისა და ესთეტიკის არტისტები. შეკითხვამ ორივე მათგანი დააბნია, თუმცა ამ დარბაზში – ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონფერენციო დარბაზში უცნაური შეკითხვები არავის უკვირს. არც სიმღერა უკვირს ვინმეს და არც ყმუილი. ჰო, ყმუილი. დღეს ამის მომსწრეც გავხდით – განრიგში წავიკითხეთ თუ არა, რომ პრესკონფერენციას რეჟისორი ვეს ანდერსონი და მსახიობი ბილ მიურეი გამართავდნენ, მივხვდით, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული დატრიალდებოდა. და ასეც მოხდა. მათ საკუთარი პერსონაჟები – ძაღლები ყეფა-ყმუილით გაახმოვანეს, მერე ერთად ამღერდნენ და მერე ერთ კოლეგას დაბადების დღეც სიმღერით მიულოცეს.

ბერლინში მხიარულებაც ბევრია, მოლოდინიც, ნერვიულობაც და სიურპრიზებიც.
ეს შესავლის და განწყობის სახით. ახლა კი განრიგს მივხედოთ… კინოფესტივალი დღეს საღამოს ოფიციალურად იხსნება, ტრადიციული ცერემონიალით – წითელი ხალიჩით, ირგვლივ ფანებით, ჟურნალისტებით, ფოტოგრაფებით და გლამურული ტანსაცმლით. გახსნაზე მოდიან ჟიურის წევრები, ფილმის მონაწილე მსახიობები და სპეციალურად დაპატიჟებული სტუმრები. ბერლინს, ზოგადად, კანის კინოფესტივალთან შედარებით, ნაკლებად უყვარს ვარსკვლავებზე კონცენტრირება. აქ სხვა განრიგია, ბევრად მეტი ფილმია, ბევრად მეტი რეცენზია, და შედარებით ნაკლები “სელებრითი”. არასდროს დამავიწყდება შარშანდელი წითელი ხალიჩა, 2017 წლის ფესტივალის გახსნა, როდესაც აუტანელ სიცივეში შესასვლელთან ვიდექი და იქ ჩავლილი ხალხის ფონზე ჩემი თავი ყველაზე ცნობილი მეგონა. თუმცა, ამბობენ, წელს სულ სხვა სურათი იქნებაო. იმასაც ამბობენ, 2018 წლის ფესტივალის გახსნაზე ლეონარდო დიკაპრიო, კლინტ ისტვუდი და ჯენიფერ ლოპესი არიან დაპატიჟებულიო. მიიღებენ თუ არა ჰოლივუდში გერმანულ დაპატიჟებას, ამაზე მოგვიანებით გიამბობთ – წითელი ხალიჩის ცერემონიალის შემდეგ. მანამდე კი გეტყვით, რომ არანაკლებ ვარსკვლავური იყო პირველივე საფესტივალო დღე. პარფიუმერის რეჟისორის და რიუიჩი საკამოტოს გამაერთიანებელი მიზეზი ფესტივალის ჟიურია. რეჟისორი ტომ ტიკვერი წელს ჟიურის თავმჯდომარეა (გაიქეცი, ლოლა გაიქეცი, პარფიუმერი, ღრუბლის ატლასი) ხოლო საკამოტო – ჟიურის წევრი. პრესკონფერენციაზე მათ მოლოდინის შესახებ ისაუბრეს. საკამოტომ თქვა, რომ მზადაა, ყველა საკონკურსო ჩვენებას დაესწროს და აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. ჟიურის გადაწყვეტილებას 25 თებერვალს, ფესტივალის დახურვის წინ გავიგებთ, მანამდე კი წინაა 10-დღიანი საკონკურსო პროგრამა, რომელსაც დღეს ვეს ანდერსონის ფილმი ხსნის.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ბერლინალე ანიმაციური ფილმით იხსნება. “ძაღლთა კუნძული” – ასე ეწოდება ვეს ანდერსონის ახალ ანიმაციურ ნამუშევარს. ამ რეჟისორისთვის ბერლინალე უცხო არაა, ის არაერთხელ ჩამოსულა გერმანიის დედაქალაქში, 2014 წელს კი პრიზით ხელში დაბრუნდა სამშობლოში. 2014-ში მან სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტი” წარადგინა და ვერცხლის დათვი მოიგო. წელს მასთან და მის მსახიობებთან ერთად ანიმაციის ჯერია. “ეს არის ფილმი იაპონიაზე, ძაღლებზე და ნაგავზე” – აი, ამ სამ სიტყვაში ხსნის რეჟისორი ფილმის ძირითად იდეას. გასაკვირია, რომ მან დღეს პრესკონფერენციაზე ძაღლი არ მოიყვანა, რადგან მთელი ერთი საათის განმავლობაში საუბარი სწორედ ამ შინაურ ცხოველზე იყო. რეჟისორმა სათითაოდ ჩამოათვლევინა მსახიობებს, პროდიუსერსა და სცენარისტს, თუ რომელ მათგანს ჰყავს ძაღლი, რა ჯიშის ჰყავს, როგორ უვლის და ა.შ.

ძაღლების მსგავსად, სამსახიობო გუნდიც დიდი რუდუნებით ჰყავს შერჩეული. მართალია, ფილმში მსახიობების მხოლოდ ხმა გვესმის, მაგრამ ამ გუნდს ისეთი სახელები ქმნიან, რომ მათი ხმაც განსაკუთრებულია – ბილ მიურეი, ტილდა სვინტონი, ედუარდ ნორტონი, სკარლეტ იოჰანსონი და სხვები. ამ სახელების გაგონებისას ყველა ჟურნალისტს თმა ყალყზე დაგვიდგა – დაუჯერებელი იყო, ყველა ვარსკვლავი ასე ერთად შემოსულიყო დარბაზში. სამწუხაროდ, ნორტონმა და იოჰანსონმა დაგვაღალატეს, ტილდა და ბილ მიურეი კი ერთი საათის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყვნენ. თუ ფილმში ამ მსახიობთა ხმები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, განსაკუთრებით კონტრასტული იყო მათი ჩაცმულობა – ტილდას კლასიკური სტილი (ყავისფერი პიჯაკი და შარვალი) და მიურეის მოწითალო ბოტასები და ლურჯი კომბინეზონი. კონტრასტი იყო მსახიობთა განლაგებაშიც. რატომღაც ისე მოხდა, რომ სვინტონი ძირითად მაგიდასთან არ დასვეს, ადგილი დარბაზში მიუჩინეს, ჩვენ გვერდით და ხალხთან ერთად აყურებინეს მთელი პრესკონფერენციის მსვლელობას. თუმცა, მას წყენა არ დატყობია, პირიქით, სიყვარულით გაიხსენა 1995 წელი და თქვა, რომ ეს კინოფესტივალი მისთვის განსაკუთრებულია, რადგან სწორედ 1995 წელს, აქ ჩამოსვლა პირველი საფესტივალო მოგზაურობა იყო მის კარიერაში…

არავინ იცის, როგორ შეერწყმება მიურეის და სვინტონის ჩაცმულობა წითელ ხალიჩას და გაითვალისწინებს თუ არა ბილი ფესტივალის გლამურულ მოთხოვნებს. ამ ყველაფერს უკვე ხვალ მოგითხრობთ, სხვა საინტერესო ამბებთან ერთად. წინ დიდი ღამეა – აუტანელ ყინვაში გარეთ დგომით და წითელი ხალიჩის მოლოდინით…

ბერლინალე 2018ბერლინის კინოფესტივალიბილ მიურეიგაიქეცი ლოლა გაიქეციედუარდ ნორტონივეს ანდერსონიკანის კინოფესტივალიკლინტ ისტვუდილეონარდო დიკაპრიომარიკა ბაკურაძეპარფიუმერი - ერთი მკვლელის ისტორიარიუიჩი საკამოტოსასტუმრო გრანდ ბუდაპეშტისკარლეტ იოჰანსონიტილდა სვინტონიტომ ტიკვერიღრუბლის ატლასიძაღლთა კუნძულიჯენიფერ ლოპესი
Previous Post

ვარსკვლავების უცნობი ფოტოები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ

Next Post

რა გზა გაიარეს ტელეწყვილებმა მანამ, სანამ ერთად დარჩებოდნენ

Next Post
რა გზა გაიარეს ტელეწყვილებმა მანამ, სანამ ერთად დარჩებოდნენ

რა გზა გაიარეს ტელეწყვილებმა მანამ, სანამ ერთად დარჩებოდნენ

ახალი ამბები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ბოლოს დამატებული

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020