ოსკარამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა BAFTA-ს, ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაა. სანამ ცერემონია დასრულდება და გამარჯვებულების ვინაობას შევიტყობთ, მანამდე გთავაზობთ წითელი ხალიჩის ფოტოებს, სადაც ისევ, ისევე როგორც ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე, მთავარი და დომინანტი ფერი შავი იყო. ამას კი მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი აქვს: მსახიობები და რეჟისორები მხარს #metoo-ს კამპანიას უჭერენ.